ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“. ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 20 სექტემბერი     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თორრნიკე.
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2017


παράλογη θεωρία

დრო არ არსებობს.
დრო ჰქვია ლოდინს. -
ფიქრობ და გიკრთის რკინის მკლავები -
იქნება წვიმა მიწიდან მოდის,
რომ ააყვავოს ცამ ვარსკვლავები.

იქნებ ეს წყალი უფრო მშრალია,
მზეზე გამოშლილ ქარვის ქვიშაზე
ან იქნებ მთვარე მიწის თვალია
და ირეკლება ცის ვიტრინაზე.

იქნებ მკვდრები ვართ
და ვერ ვცოცხლდებით.
იქნებ ფოთლები ნიავს არწევენ.
იქნებ სიხარულს ჰქვია მოწყენა
და პოეტები ლექსებს არ წერენ.

დრო არ არსებობს.
დრო ჰქვია ლოდინს,
განსაკუთრებით, როცა იცი, რომ
სხეულზე გაწევს სიყალბის ლოდი
და ძალა არ გაქვს, რომ მოიცილო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები