ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2017


მომავლის პოეზია 14 (როგორც იქნა გამოვიდა, 13-მა დიდხანს გაგვაჩერა)

- - - - -- - - - - - - -- - - - - - - -- - - - - - - -- - - - - - - -- - - - - - - -- - -
- - - - - - - -- - - - - - - -- - - - - - - -- - - - - - - -- - - ------- - - - -- - ---
- - - - - -- - - - - -- - -- - - - - - - -- - - - - - - -- - -  - - - - - -- - - - - - -


მომავლის პოეზია 14
(2695წ.-300 იანვარი, 25 მარტი.)


შესავალი

მომავლის პოეზია შეიქმნა ადრე
კრებულში გაერთიანებულია 2 ან მეტი ლექსი, რომელიც როგორც პოეზია დიდი* არაფერი, მაგრამ სამაგიეროდ*
    დიდი* - ზედმეტი იყო ეს სიტყვა
    სამაგიეროდ* - აზრი წყდება


oooooooooooooooooooooooooooooooooooo
oooooooooooooooooooooooooooooooooooo
oooooooooooooooooooooooooooooooooooo
oooooooooooooooooooooooooooooooooooo

{(გაფორმების ავტორი ფილიპ ეგზამენ ჯორჯია)}



ქვაზე ამოტვიფრული ნახატი, რომელიც გამოძრავდება და შეიცვლის ფორმას, მაგრამ ვისაც უკვე ნანახი ჰქონდა და შემდეგ შემთხვევით ნახა, ყველა მიხვდა, რომ ეს ის ნახატია, რომელიც თავიდან სხვა ფორმის იყო

მე არ მინდოდა შენი გამეგო,
ანდაც გამეღო კარი შენთვის,
როგორც სიკეთე,
მაგრამ ჩათვლის,
რომ უნებლიედ გამეღო,
რომ რაღაც გამენდო,
დარდის მსგავსი,
რომ მეთქვა ღმერთთან და კიდევ ერთთან,
და დროც არ გვაცდის,
გარბის და გარემოც,
იკეთებს დროისგან ნაბიჯებს,
გვაგიჟებს ჩვენივე ფიქრები,
რომელსაც ერთმანეთს ვუცვლიდით,
და დარჩა დაცლილი,
ხმა აღარ გაბედო,
ჩაივლის დროც და დადგება ნაპირას,
მივყვებით ყველა და ვკითხავთ რას აპირებს,
მიმვხდებით, ყველაფერს მივხვდებით - და მაგრამ რა,
ვერაფერს ვერ ვეტყვით ერთმანეთს,
ვიქნებით ქვა.


ფერთა გამა

რა სილამაზეა, აქ ვინ რა დახატა,
აქ მე ვიყავი მოსული ხანდახან,
ეს მწვანე რა არის, რატომ ამობურცე?
ეგ მწვანე არ არის, გადი რა მოძუძგე.


მიზნის იდეალი

ერთხელ ერთმა ქალმა მკითხა რა გინდოდა მარტო გარეთ,
მე ვუთხარი შენ გეძებდი, რად არ ჩამოხვედი გარეთ,
მე მან მითხრა, თუ ლექსს მიძღვნი, რატომ არ მირითმავ კარგად,
ვუპასუხე, გაგირითმავ, როცა ჩემთან დამტკიცდები ია-ვარდად,
მე ვუთხარი რატომ დუმხარ, თან ისედაც ლამაზ დუმ ხარ,
მან მე მითხრა, ქმარს ვერ ვეტყვი, რომ შენა ხარ და ის სულ სხვა,
ვუკარნახე, რომ დღეს ასე, ურჩევნია ამ ქვეყანას,
მან კი მითხრა, ჩემი თავი უფრო ადრე რომ გენახა.



405*-ე აგური

მარად და მარად, მარად და ჰეი,
ჰეჰეი, რა ლამაზად აყვავდა ხეი,
მე ვერ დღეს ვეღარ ვერ, ვწერ და ვერც,
მე შენც გაფასებ, შენს მზეს და ჩვენს,
ვაგლახ? ჰაჰა? რა თქვი? რა დაბლა?
სანამ, სადაც, ვიქნებით კარგად,
წყალსაც, ზღვასაც, შევხედავ ცასაც,
არავის ვეტყვი არც მტყუნს, არც მართალს,
ჰეი შენ, მეც ჰეი, ყველასაც გვინდა ჩვენ ხეი,
აყვავებული, გაშლილი, დამარცხებული,
გადათელილი, მაგრამ გამართლებული.


405* - რიცხვი 404 -სა და 406-ს შორის**
  ** - იგულისხმება მთელი რიცხვები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები