ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2017


*** (იცადე... )

იცადე ღამეში და თუ არ დაგეძინა,
დათვალე ათასამდე, ან მეტი
და მერე გადაფურცლე ხანმეტი, ჰაემეტი
და საუკუნეებს დასცინე.
იცინე, რომ პოეტი გქვია და ამნაირი
ცხოვრება დამდგარა, რომ ასე,
პოეტის წოდება მოგატმასნეს
და ამან წამითაც არ აგრია.
მოცელე გონებაში ყველა მტერი
და მერე გონებაში შეუნდე.
მათაც და შენს თავსაც მდინარენი
ცოდვის მოგდგომიათ ყელამდე.
იცადე ამ ღამეში, ასეთი ნარატივით,
რომ პოეტს უძილობა უხდება.
ხუნდება პოეტობა, რა მარტივად
და მერე რა რთულად ბრუნდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები