ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
26 მარტი, 2017


ე ვ ა ს ც დ უ ნ ე ბ ა


                      ნ დ ო ბ ა

როგორ მინდა,  ახლა სადმე  მთაში  ვიყო
და იცი  ვინ,  უნდა  იყოს  ჩემთან  ერთად?...
მტვრის  ნარჩენებს,  ხიდან,  ახლა  ქარი  ფერთხავს,
აქვე  ახლოს, კი ,  მერცხალი  სახლს  აშენებს.
ჩემი  გულის  საამებლად,  წარმოდგენაც,
კი არა  გავს  და  ამას  ვერც  გამოიცნობ, 
გირჩევ  სხვადროს  გამორიცხე  რასაც  ფიქრობ,
ცრუა,  თავი  ჭკვიანად  რომ  მიგაჩნია,
მცირედ  რაღაც,  გაითვალე  სცადე  ვინძლო,
უარაფროდ,  თავბრუ  ნურსად  დაგეხვევა.
სადაც თვალი,  ბრმების  მსგავსად  გეხუჭება,
ხელზე  ხმელი,  იქ  ფოთლები  შემოგრჩება.
მე  კი  მინდა,  ახლა  ვიყო მართლა  მთაში,
ჩემთან იყოს  სიჩუმე  და  სიმარტოვე,
მეც  ისინი,  ხომ  არასდროს  მივატოვე,
ერთგულებით,  ვამაყობ  და  მიხაროდენ.


          ი მ ე დ გ ა ც რ უ ე ბ ა

გეძებდი,
  ყველგან და ვერ  გიპოვე,
რადგანაც,
  სულმთლად  შეცვლილხარ  თურმე.
სული  მინდოდა, მენახა  შენში,
ყველაზე  უწინ  ის  დაგლევია.
რა  დაგრჩენია? 
ნუ  მკითხავ  გიჯობს:
რადგანაც,
უკვე  აღარ  არსებობ
და
  შენს  სახელზე,  რუხი  ლეკვია.


      ე ვ ა ს ც დ უ ნ ე ბ ა

შენ ხარ  სიჩუმე, 
რაც  კი იტევს მთელ  ჩემს  ცხოვრებას,
შენ ხარ  ჰაერი,
ვერ  გხედავ  და  არსად  მცილდები,             
შენ  ხარ  წამალი, 
სულს  რომ  უჭირს  და  ეხმარები,
შენ ხარ  სისუსტე, 
რაც  არასდროს  თავს  არ  მანებებს,
შენ  ხარ  საკვები,
რაც  არა  მაქვს ყოველდღიურად,
სნეულება ხარ, 
შემეყარე,  არ  იკურნები,
ჩანს,  მრავალფეხა
დროს  თან დააქვს,  ევას  ცდუნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები