ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
21 მარტი, 2017


Михаил Лермонтов - Предсказание

მიხეილ ლერმონტოვი - წინასწარმეტყველება

დადგება წელი, რუსეთისთვის დუხჭირი წელი,
როს დაემხობა მეფის ტახტი, გვირგვინი, კვერთხი;
ბრბოს სიყვარული გაუქრება მისი მონარქის,
სიკვდილი, სისხლი შეიქმნება საკვები მრავლის;

როცა უმანკო ბავშვებსა და უცოდველ ქალებს,
ვეღარ დაიცავს კანონი და ბრბო ფეხქვეშ გათელს
და შავი ჭირი დაუმარხავ გვამთა სიმყრალით
ნაღვლიან სოფლებს მოედება რიალ-რიალით,

რომ გამოუხმოს ქოხებიდან  სუდარით ღატაკთ,
უბედურ მხარეს შიმშილი და ჟამი დატანჯავს;
ცის დაფიონის მიეცემა მდინარეთ ფერი
და გამოჩნდება იმ დროისთვის კაცი ძლიერი,

როცა შეხედავ, უცაბედად მიხვდები მაშინ,
რად ეჭირება იმ სასტიკ კაცს ჯავარდნის ხმალი:
იგლოვე მაშინ! - შენს ვაებას, ქვითინს, ვედრებას
არად მიიჩნევს, სასაცილოდ მოეჩვენება;

მასში ყოველი საზარელი იქნება, ქუში,
მისი ლაბადაც, აწეული, ამაყი შუბლიც.


21 მარტი, 2017 წ.



Михаил Лермонтов - Предсказание

Настанет год, России черный год,
Когда царей корона упадет;
Забудет чернь к ним прежнюю любовь,
И пища многих будет смерть и кровь;

Когда детей, когда невинных жен
Низвергнутый не защитит закон;
Когда чума от смрадных, мертвых тел
Начнет бродить среди печальных сел,

Чтобы платком из хижин вызывать,
И станет глад сей бедный край терзать;
И зарево окрасит волны рек:
В тот день явится мощный человек,

И ты его узнаешь - и поймешь,
Зачем в руке его булатный нож:
И горе для тебя! - твой плач, твой стон
Ему тогда покажется смешон;

И будет все ужасно, мрачно в нем,
Как плащ его с возвышенным челом.

написано в 1830 году

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები