ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2017


სიზმრების გზა

მე მღვიძავს, როდესაც არ ცხრება ქარი და
ქუჩის ლამპიონებს დაუვლის ვედრებით,
რა იცი, ცეკვას სთხოვს იქნება თავიდან,
ისინი კი დგანან უძრავად  - კედლები.
მეც ასე ვბობოქრობ ქარივით შენს ირგვლივ,
მოგახვევ ლოდინის ფიქრებს და ფანტელებს,
გულიდან არ ვუშვებ ნაჩუქარ შენს ღიმილს,
ადრინდელ წამებზე ვაწყობ დღევანდელებს.
ქუჩაში ქარით და ხეებით - მარტია,
შენ ალბათ გძინავს და მე ასე გიდნები.
ცუდია, როდესაც გზა მხოლოდ ერთია
შენთან მოსასვლელი - სუსტი გზა სიზმრების. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები