ნაწარმოებები



ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
23 მარტი, 2017


ათეისტის ლოცვა

ბოლომდე არასდროს გამომდიოდა
ადამიანებისთვის სიყვარულის მტკიცება,
შენთვის - მით უფრო...
არ გამომდიოდა
უცნობ კაცთან ჩემს ვნებებზე საუბარი,
საჯარო ტრანსპორტში - პირჯვრის წერა...
განა რამე - აზრს ვერ ვხედავდი.

იქნებ ამიტომ მომექცა მღვდელი
ნათლობისას ისე მკაცრად - როგორც უწმინდურს,
ხვდებოდა ალბათ...

მხოლოდ ერთი შემეძლო - ლოცვა,
ჩემებურად, ჩუმად, ძილის წინ...
და მუდამ ასე ვასრულებდი -
დაიფარე ყველა ბავშვი...

ვერ გამოვდექი
გაურკვევლის სიყვარულში;
დღეს ბოლოჯერ გთხოვ პატიებას,
იმისთვის, რომ ვერ გაპატიე -
დღევანდელი, გუშინდელი, ხვალინდელი
- ის ბავშვები
ვერ გაპატიე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ემილი1999 ვულოცავთ დაბადების დღეს