ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეროლაინი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
23 მარტი, 2017


მზეს

მზის ქურუმი და მზეთამზეები,
თაკარა წრეები, მისტერიები
მზე დედაა ჩემი,
მზე დღეა ჩემი...

მზეო,შენ ჩემო
და მზეო სხვათა
რომელიცა ხარ ცათა შინა,
კეთილი იყოს ნათება შენი 
და სითბო შენი.
მზეო, შენ ჩემო,
და მზეო სხვათა,
რომელიც გვინათებ გაშავებულ სულის სიღრმეებს,
რომელიც იწვი რომ გაანათო,
თითო სხივად გამოაგზავნე სიკეთე შენი,
შემომაცხუნე ცხრა თვალი შენი,
შემომაცხუნე ცხრა სხვივი შენი.
და გვიხსენ ჩვენ უკუნითისაგან.

მზით დაკოცნილო სპილენძის გოგო,
მოდი მზეები გაგინაწილო,
მზით დაკოცნილო, სპილენძის გოგო,
ცხრა თვალი:
წითელი,
ყვითელი,
ნარინჯისფერი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს