ნაწარმოებები



ავტორი: სვანიძე
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2017


დაობდა მელოდია***

დაობდა მელოდია
რაღაც უჩვეულო დაღლილობას განვიცდი,
ფერები დაიკარგა თითქოს
რაღაც უჩვეულო დღეა არ ვიცი.
რითმების ძიებაში დაკარგული
მივსდევ ფიქრებს შენზე,
დავრჩით მარტო მე და მონატრება,
როგორც კაპიტანი ჩაძირულ გემზე.
დავიღალე მარტო ბრძოლით
თანამებრძოლს ვეძებ ქარში,
მე მეფე ვარ ჩემს დედოპალს
ვნახავ ვიცი მერე გავშლით.
გავშლით ფრთებს და ვიფრენთ მაღლა
ვალსს ვიცეკვებთ ღრუბლებს ზევით,
ყველა ბრძოლას გადავიტანთ
ჩვენი გრძნობის ძალისხმევით.
ისევ ოცნებებში გავიპარე
ისევ მომავალზე ფიქრი მახრჩობს,
ისევ თავზე ქუდი დავიფარე
ისევ დოქი ღვინო მათრობს.
ისევ კალმითხელში მძინავს,
პოეზიის ლაწირაკივით,
რითმების ძიებაში დაკარგული,
ჩუმად რომ მივსდევდი შენზე ფიქრებს
მათთან ერთად ვარ ახლა დამალული.
გათენებას აღარ ვუცდი
ღამეც ჩემი ფერი გახდა,
ჩამეძინა კალმით ხელში
ოცნებები მაშინ ახლა.
ისევ დილა თავზე ქუდით
ხელში კალმით დოქით სკამზე,
ისევ ფიქრი, ისევ რითმა,
ისევ შენ და სილამაზე.
როცა მოცარტი შეწყვიტავს თამაშს
და როცა მთვარეს ვერ ვნახავ ცაზე,
არც კალმით ხელში, არც ქუდით თავზე
და აღარც დოქი დამხვდება სკამზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები