ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: სვანიძე
ჟანრი: პოეზია
21 აპრილი, 2017


უცნობს***

შენს სილუეტს ვხატავ ისევ გონებაში
ერთხელ გნახე ერთხელ ურცხვად გამიღიმე
თვალი თვალში გამიყარე ჩამაფიქრე
სალამიც კი ვერ გითხარი, გავიყინე

თითქოს შემრცხვა გამეცანი იმ მომენტში
გამოხედვა ახლაც მახსოვს არ გატყუებ
ცივი მზერა რაღაც უცხოდ მოლოდინში
თუ კი შევხვდი ვიცი ალბათ გამამტყუვნებ

არც მე არ ვარ რომ შეგექმნა ცრუ აზრზები
არც ისეთი ცუდი არ ვარ რომ გგონია
შეიძლება მეც გავბედე გამოხედვა
გეფიცები სხვა გზა მაშინ არ მქონია.

ყოველ დილით გავიღვიძებ მოლოდინში
გადავაწყდე სადმე ისევ მე იმ თვალებს
თუნდაც ისევ ვერ გავბედო შენთან მოსვლა
უკან მაინც გავყვებოდი შენს ნაკვალევს

წინასწარი პატიმრობა მომისაჯე
განაჩენსაც გამომიტან ალბათ მალე
აღსრულების მოლოდინში მათენდება
გადის დღე და გადის ბევრი ღამე..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები