ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2017


ფ ო თ ლ ე ბ ი....

ფოთლები, 
        ფოთლები,
                    ფოთლები, 
                              ფოთლები.
ლორთქონი,  ფაქიზნი,  საამოდ  ნატიფნი,
ათრობენ  თვალსა  და  იზიდვენ,  იპყრობენ.
სამყაროს  ისრუტვენ  ხარბად და  ლამაზად,
თითქოსდა ალერსით  რაღაცას  ითხოვენ.
ხასხასა  მწვანენი,  თბილები,  კრძალულნი,
როგორღაც  მხიბლავენ,  როგორღაც  მიპყრობენ.
ფოთლები,
          ფოთლები,
                        ფოთლები.
                                      ფოთლები,
იმდენად  მომხიბლეს,  იმდენად  ნორჩები,
რომ  ვეღარ  ველევი,  თვალით  ზედ  ვადნები,
დედის  რძედ  ყოფილა იმათთვის  წვიმები,
მიიღონ,  როცა  სურთ,  ლამაზი  ავდრები.
ფოთლლები,
            ფოთლები,
                    ფოთლები,
                            ფოთლები,
თან  ნისლი,  მწველ  მზეზე ნისლები  ქოლგებად 
რომ იყვნენ  ნორჩები,  ფაქიზნი  ფოთლები.
საოცრად  ხატოვნად  ამ  სულში  ჩამწვდომნი,
მორცხვები, ნორჩები,  ფოთლები,  მორჩები,
მერე  კი,  მზე მათაც,  შენსავით  შელახავს,
ღირსებათ  შეზღუდვით,  წაართმევს  ფერსაც და
ხორბლისფრად  გამომხმართ  მიწაზე  ჩამოყრის....
და  მდგარი  სიჩუმე,,
სიჩუმე  ნახანჯლარ,
დასერილ  სულის  ფსკერს  ზეცაზე  გააკრავს......
ფოთლები,
                    ფოთლები
                                        და  კიდევ  ფოთლები.....


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები