ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ჰეტსონ
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2017


ათას მეერთე კარი

ცა, ლურჯი, ფრინველთა გალია,
ზღვა მშვიდი – სიზმრებით ორსული.
ჩემს ოთახს ათასი კარი აქვს
და მაინც, ამ კართან მოსული
არავინ მინახავს, წლებია.
ვიღლები და ვნატრობ აისებს,
ჩიტები ცის ფსკერზე წვებიან
და ფრთათა ფარფატით ავსებენ
ცას. ლურჯს, ფრინველთა გალიას,
ზღვასავით მღვრიეს და შორეულს,
ჩემს თავსაც ათასი კარი აქვს,
ათასი შარა და, მორევში
მოყოლილ მეთევზეს მაგონებს,
ვინც სცადა და ჩემთან მოვიდა.
ვით დარდით ავსებულ ვაგონებს,
ცლის ცა, და მშვიდად, შორიდან
მიწაზე შავ ჩიტებს ანარცხებს.
და მღვრიე ზღვა გლოვობს მენავეს
ათასი კარი მაქვს სახლამდე,
და – ბოლო კარია შენამდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები