ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ჩუმი პოეტესა
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2017


დღეს მე ვწერ ამ ლექსს ...

დღეს მე ვწერ ამ ლექსს - პერსონაჟიც თვითონ ვარ თავად,
რიდით ავაცმევ მიმოპენტილ ფურცლებს საკინძეს.
ვფიქრობ და ვხვდები, უცხო გრძნობით ძლიერ ვარ ავად,
თავს ვერ ვმკურნალობ და საცაა ლამის გავგიჟდე.

წარსულის სევდა, ბაგეებზე მდნარი ღიმილი,
დროებითია ... ვგრძნობ, რომ მალე ჩაივლის თითქოს.
ახლოს მყოფების გულიანი - ლაღი სიცილი
ჩემს სახეზეც ხომ რეალურ და თბილ ღიმილს ითხოვს.

სული დამძიმდა... მერამდენედ ვუღრენ ჩემს ფიქრებს,
ვხედავ ქარს მიაქვს მოლოდინი რაღაცა ახლის.
მე რომ შემეძლოს გეფიცები ზეცაში ვიფრენ,
ზეცაში ვიფრენ ისე მომწონს ფერები ამ ცის.

ღამეც დავღალე აგერ უკვე ათასმეერთედ,
გაბრაზებულმა ვარსკვლავებზე ჯავრი ვიყარე ,
თვით სიკვდილს ვტაცებ საკუთარ თავს ალბათ მეექვსედ,
სული დაბორგავს... ვერ ისვენებს... ძლიერ ღრიალებს.

დანისნულ დღეებს დაუფარავს სიწმინდე ვხედავ,
ფიქრმა ოცნება გადაღვარა ჩემივ სარკმელში.
გასული წლების გადახედვას ვერაფრით ვბედავ,
ძველი სიტყვები გაიცრიცა ახალ სათქმელში.

სანამ სიგიჟის მომაკრავდეს ვინმე იარლიყს,
თავად ვიხსენებ საქებსაც და საკუთარ ცოდვას.
იქნება ვიღაც ვინც მკვდარივით მიწას მიმაყრის,
იქნება ვიღაც ვინც დამმარხავს ჯერ კიდევ ცოცხალს.

სანამ საკუთარ სნეულებას მე შევეჩვევი,
მტკიცდება ის, რომ უცხო გრძნობით ძლიერ ვარ ავად.
ღიმილით სავსე ნიღბიანებს ვერ შევერევი,
დღეს მე ვწერ ამ ლექსს - პერსონაჟიც თვითონ ვარ თავად.

ჩუმი 'პოეტესა'

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები