ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2017


სიყვარული, როგორც ბოტოქსი :)

დრომ სახეზე მიმათვალა ხაზები,
მე ვითვლი და გულიც ოდნავ ღონდება
და მგონია, აღარ გავლამაზდები,
დრო საჩემოდ აღარ დამელოდება
და წიგნაკსაც მივამატე ლექსები,
ვკითხულობ და გულიც სევდით სველდება.
ძველებურად, ალბათ, აღარ შევცდები,
საკმარისად მათამაშეს ელდებმა.
დრომ მაჩუქა დარდიანი ხაზები,
თვალებს შერჩა მეტი სიდარბაისლე.
ავდგები და შენ თუ არ გაბრაზდები,
ყველა ნაოჭს სიყვარულით ავივსებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები