ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
5 აპრილი, 2017


Михаил Лермонтов - Я не для ангелов и рая

მიხეილ ლერმონტოვი - ანგელოზთათვის, ბინადრად  ზეცის

ანგელოზთათვის, ბინადრად ზეცის,
არ შემქმნა ყოვლადძლიერის ნებამ;
ჩემი სიცოცხლის, ტანჯვის მიზეზიც,
მას ჩემზე უკეთ მოეხსენება.

მეც ვარ ბოროტის რჩეული არსით
ჩემი დემონის მსგავსად, მზვაობარს
და კაცთა შორის არხეინ ყარიბს
არ მაქვს არც მიწის, არც ცის წყალობა.

გადაიკითხე, მის იღბალს მერე
ხსოვნით ადარე  სვე-ბედი ჩემი,
ულმობელ სულით კი დაიჯერე -
მე და ის ერთურთს  მარტონი შევრჩით.

5 აპრილი, 2017 წ.



Михаил Лермонтов  - Я не для ангелов и рая

Я не для ангелов и рая
Всесильным богом сотворен;
Но для чего живу, страдая,
Про это больше знает он,

Как демон мой, я зла избранник,
Как демон, с гордою душой,
Я меж людей беспечный странник,
Для мира и небес чужой;

Прочти, мою с его судьбою Воспоминанием сравни
И верь безжалостной душою,
Что мы на свете с ним одни.

1831


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები