ნაწარმოებები



ავტორი: ზღვისპირელი
ჟანრი: პროზა
6 აპრილი, 2017


ლუ

საოცარი წვიმა იყო.
ზღვისპირეთული.
აი ისეთი, უცებ რომ მოვარდება და გადარეცხავს ყველაფერს.ყოველ შემოდგომაზე ასე წვიმდა ხოლმე.თითქოს ზაფხულის მტვერი და ჭუჭყი უნდა ჩამოერეცხა ქალაქისთვის.მერე უცებ გადაიღებდა და ასფალტის და ბალახის სუნს აურევდა ერთმანეთში.
ამ დროს ყველაზე მეტად უყვარდა თავისი ქალაქი ლუს.უყვარდა ეს სუნი,ბავშვობიდან ნაცნობი.უყვარდა ეს დროც,როცა ქალაქიდან მიდიოდნენ სტუმრები და სიმშვიდე დგებოდა.
კიდევ ზღვისპირას სეირნობა უყვარდა.კენჭებზე პომადით ხატვა.რამდენი ასეთი ქვა დაუტოვებია ზღვისპირას,არადა ისე უნდოდა ვინმე ისეთი ჰყოლოდა,ვისაც ამ პომადით მოხატულ ქვებს აჩუქებდა.ის კიდევ თავის ოთახში,სადმე, წიგნის თაროზე ან ფანჯრის რაფაზე დააწყობდა და ყველა შეხედვაზე გაეღიმებოდა.
ჰოდა ახდენილი ოცნებებიც ხომ არსებობენ?
ლუსაც აუხდა.
ამ ზღვისპირეთულ ზაფხულის წვიმაში ნოი სახლთან ახლოს ელოდებოდა, მანქანაში.
ხშირად დახედავდა ხოლმე საათს.დარეკვა არ უნდოდა.ეს მოლოდინი ათბობდა.შეეძლო უსასრულოდ მჯდარიყო ასე და ეყურებინა გზისთვის საიდანაც ლუ გამოჩნდებოდა, თავისი რაღაცნაირი სიარულის მანერით.ან იქნებ ჩვეულებრივადაც დადიოდა, უბრალოდ ნოის ეჩვენებოდა ასე რაღაცნაირად.
გამოჩნდა თუ არა,ბიჭს საოცარმა სითბომ დაუარა სხეულში.თითქოს სუნამოს სუნიც კი იგრძნო, სახეზე რომ რჩებოდა ლუს კოცნის შემდეგ.
გოგოს გრძელი ნარინჯისფერი კაბა ეცვა. ფერადი ქოლგა ეკავა და ცდილობდა გუბეებს არიდებოდა.
კაბა სულ დასველებოდა და ტანზე შემოტმასნოდა.
რაც უფრო მეტად აჩენდა ლუს ლამაზ თეძოებსა და ფეხებს.
ნოიმ მანქანა დაძრა მის შესახვედრად.გოგომ ქოლგა დაკეცა და ჩქარა ჩაჯდა .
-სულ გამწუწა ამ სულელმა წვიმამ.თქვა და თმა ორივე ხელით დაიხვია.წვიმის წვეთები კაბაზე დაეწვეთა.
ნოის ეღიმებოდა ლუს წუწუნზე.
გადაიხარა და ყურთან აკოცა.
-ყველაზე მაგარია,როცა ჩემკენ მომავალს გხედავ..
მერე ყელზე მოხვია ორივე ხელი და შუბლზე შუბლი მიადო..
-შენ რომ არ მყავდე..შენ რომ არ მყავდე.. შენ რომ არ მყავდე...ვაიმე..
მე ვაფრენ შენზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები