ნაწარმოებები



ავტორი: მელ.ზ.
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2017


ღელვის

გაზაფხულს არ უყვარს სიმშვიდე -
ვიმშვიდებ თავს ისევ ჯიუტად..
ვგრძნობ-
ამოვარდნილი გულიდან
ნაღველი ზოგს ცრემლებს მიუტანს..
ზოგს ცამდე აუშლის საფიქრალს,
თეთრად გადაპენტილ ნუშებად.
მითია,
რომ მწვავე ჭრილობა
აპრილის მზის გულზე შუშდება.
ნატიფად გამოთლილ ოცნებებს,
სურვილებს,
მთის სიო გაფანტავს
და თვალებს მოწყვეტილ ნაპერწკალს
ცეცხლი არ მოჰყვება -
სადაფი.
ამ ღამის სიბლანტე მოიტანს
ფორიაქს სულის და შეგრძნების.
ანდობდი ხსნას ყოფიერებას,
როდესაც მის გზაზე ვერ ძლებდი
და ამოვარდნილი გულივით
ცხოვრება კლდეებზე გახლიდა.
გახშირდა
აპრილის მწველი მზის
სიყვითლე და სუნთქვაც გახშირდა..
ვერ იტყვი,
ღირდა თუ არ ღირდა
ვერშეკავებული გრძნობების
თმენა და
გაგქონდა სახლიდან
წვეთობით სიმშვიდის შედეგი,.
ვერ ძლებდი
დახეთქილ მიწაზე..
იწამე ცის ყველა შეგრძნებით
და ზურგშექცეულ თვალებში
გახელილ გაზაფხულს ეძებდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები