ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2017


***

ბერო ანდრია,
იქნებ, ადრეა?..
დგანან დედები ენგურთან და
გასვლას შიშობენ.
ჩვენს ქვეყანაში ლამარია ჰქვია ღვთისმშობელს.

არის ათონიც, -
ვიწრო ბჭენი,
ბჭენი ფართონი...
იქ დედაა პორტაიტისა,
შემხმარი სისხლი რომ მოუჩანს ღაწვზე მიწისფრად.
დგანან ბზის ჯვრებით,
მაგრამ დედასთან ვერ მიდიან
ქალიშვილები.

და ხმამ „აქსიოს“
უცებ რომ პონტოს რძისფერ კენჭად გადამაქციოს,
(მისთვის... მას შემდეგ...)
შენ დაყვინთავდე,
ათას კენჭში გამომარჩევდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები