ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: მირიან მერცხალაძე
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2017


^^^*****^^^


ვის მივცე სული,ღმერთს თუ მონასტერს?
სად ვთბები,ანდაც უფრო სად ცივა?
მთელი ცხოვრება ვცდილობ მოვკაცდე,
მთელი ცხოვრება დიდი კაცი ვარ.

წვიმა მუქარით უღრენს კრამიტებს,
ქარებმა ლეწეს ღრუბლის კაფსულა,
და რა ხანია ვცდილობ წავიდე,
და რა ხანია უკვე წავსულვარ,

მაშინ როდესაც ჩემს თანატოლებს,
მოგონებების ფუნჯით ნატორალ,
სიტყვებს გავყვირი-ყველამ დამტოვეთ!!!
და თურმე ყველამ ისეც დამტოვა.

ჰო და კი ვზივარ მწუხრის წირვამდე,
როცა შენ ზურგის ქართან ზიხარ და,
-მთელი ცხოვრება ვცდილობ მიყვარდეს,
მთელი ცხოვრება თურმე მიყვარდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები