ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
9 აპრილი, 2017


Михаил Лермонтов - Как небеса, твой взор блистает

მიხეილ ლემონტოვი - ლურჯი ცასავით ათინათდება

ლურჯი ცასავით ათინათდება
ლაჟვარდისფერი თვალთ მინანქარი,
მწველ ამბორივით გაისმის, დნება
ხმა ყმაწვილური, ტკბილი, ნარნარი.

ყური რომ მოვკრა მის თუნდ ერთ ბგერას,
ერთ მოპყრობაში ღვთაებრივ თვალთა,
ნებსით დავთმობდი ბრძოლის მშვენებას -
ქებულ ქართული ჯავარდნის ხანჯალს;

მსგავსად ელვარებს ხანგამოშვებით,
ტკბილად გაისმის  ჟღრიალი მისი,
ამითრთოლდება სული მოსმენით,
ამიდუღდება გულ-მკერდში სისხლი.

საბრძოლო ჟინი, აურზაური,
მას აქეთ ვეღარ მანიჭებს შვებას,
რაც გავიგონე ეგ ხმა სათუთი
და თვალი ვკიდე შენს სათნო მზერას.

9 აპრილი, ბზობა, 2017 წ.


ეს ლექსიც ლერმონტოვმა ეკატერინე ჭავჭავაძეს მიუძღვნა.



Михаил Лермонтов - Как небеса, твой взор блистает

Как небеса, твой взор блистает
      Эмалью голубой,
Как поцелуй, звучит и тает
      Твой голос молодой.

За звук один волшебной речи,
      За твой единый взгляд
Я рад отдать красавца сечи,
      Грузинский мой булат;

И он порою сладко блещет
      И сладостней звучит,
При звуке том душа трепещет
      И в сердце кровь кипит.

Но жизнью бранной и мятежной
      Не тешусь я с тех пор,
Как услыхал твой голос нежный
      И встретил милый взор.

1838

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები