ნაწარმოებები


რიგით მეოთხე სასკოლო ოლიმპიადა მხატვრულ წერაში. ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ელენა
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2017


ლოკვა

მე მიყვარს შენი ლოკვა,
როგორც ლეკვს პატრონის.
ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ ადამიანების ჯაჯღანი ძაღლებს სულ არ ეპიტნავებათ?
-ფუ! გვერდით! ადე! დაჯე! დაწექი! გვერდით! მპუ, მპუ!
-ტრაკზე მაკოცეთ! დაიყეფს უცებ ძაღლი და ლუდის ბოთლით თათში გზას გაუყვება.
მე მიყვარს შენი ლოკვა,
როგორც ძაღლს პატრონის, რომელიც სძულს, მაგრამ მაინც ელაქუცება.
მე ვარ შენ გვერდით, როგორც ძაღლი შენი, რომელსაც სძულხარ და, რომელიც არც შენ გიყვარს, ან იმდენად არ გიყვარს, რომ მის ძაღლურ ყოფაზე იფიქრო:
ოთხ კედელში გამოამწყვდიე (როგორც შენი თავი), ხუთ-ხუთი წუთით ჩაგყავს დილა-საღამოს ეზოში მოსასაქმებლად და მისი ექსკრემენტებით ქუჩებს და ბაღებს აყროლებ.
შენს ადგილას სხვა ქაღალდით აიღებდა ხოლმე ან სულაც ძაღლს ასწავლიდა თავისი კაკაშკების ნაგვის ურნაში სროლას,
მაგრამ შენ, პატარა ბიჭუნა, ამისთვის არ გცალია.
და ივსება ძაღლის მძღნერებით მთელი ქვეყანა! მთელი ქვეყნები! ეზოები, ტროტუარები, ხეები ხაბბად ეწაფებიან მათკენ მიმართულ ტოქსიკურ სითხეს!
მზე ანათებს! ძაღლები გლოკავენ და ყველა ბედნიერია!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები