ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2017


კამელიებით ხელში...

ქუჩაში მიდის გოგო -
კამელიებით ხელში,
ისე მაოცებს - როგორც
შველი მნახველებს მთებში.

ქუჩაში მიდის კოხტა -
კამელიებით ხელში,
კარგი ამბავი მოხდა,
დღეს არ იწვიმებს ჩვენში.

ვსუნთქავთ თბილისის ჰაერს
დარში, ავდარში, თქეშში,
ისევ აოცებს მნახველს
ის თორმეტივე თვეში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები