ნაწარმოებები


ოქსფამის კონკურსი საუკეთესო აკადემიური ესესთვის     * * *     ლიტერატურული ფესტივალი „ინსომნია“     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ჰერკულესი
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2017


შეშლილის დღიურები - თავი-III <ლარიმანიუმი>

  ამ გადარეულ დროში მუსიკას იშვიათად თუ მოისმენ ადამიანი. არმადის ქუჩაზე ახლოს თუ ჩაივლი ლარიმანიუმთან, არაჩვეულებივი მელოდია მოეალერსება ყურებს და უთუოდ შეგიპატიჯებს მისი მშვიდი ნოტები. ძველებურად, მყუდროდ მოწყობილი გარემო, საუკუნების წინანდელი, ისრებიანი საათი ამშვენებს სამხრეთ კედელს, ბარი, სკამები და მაგიდებიც ძველებურ სტილში, ხის იმითაციითაა შექმნილი. ბარი ას წელზე მეტია ფუნქციონირებს.
-ვისკი ორმაგი, ყინულის გარეშე!
-დღეს განსაკუთრებით უხასიათოდ ხარ ჯონ?
-დღეისთვის საკმაისია განსაკუთრებით განსხვავებული გამოვლინებები ჩემი მხრიდან ჰატორი
-მოხდა რამე ჯონ? კითხა ბარმენმა, ჭიქა ვისკით შეავსო, ორი თითით ჯონისკენ გააცურა და ერთადერთი თვალით მისი სახე შეათვალიერა, თითქოს რაღაცის სიმპტომს ეძებს.
-არაფერი. უპასუხა ჯონმა და თვალები ვისკის ჭიქაში ჩაუშვა თითქოს მის სიღრმეში რაიმე განძი დამალულიყო. ერთი მოსმით შესვა, მაგიდაზე ჭიქა მაგრად დარტყა და ჰატორის შესძახა
-კიდევ ერთი ჩემო ცალთვალა მეგობარო
-შენ მოგებრები არ გყავს ჯონ. სარკაზმით უპასუხა ბარმენმა
-ჰო მათალი ხარ, გაოცებით და წყენით დაეთანხმა ჯონი, თუმცა წყენა დიდად არ დატყობია სახეზე.
თვალი სად დაკარგე?
-წლების განმავლობაში ეხლა მეკითხები ამას?
-კაგი დაივიწყე
-ჩემს ქალაქში აფეთქებების სერიებს ემსხვერპლა ჩემი თვალიც და საერთოდ ყველაფერი. ჰატორიმ ჰოლოფოტო ამოიღო მისი გაცვეთილი ტყავის ჯილეტის ჯიბიდან და ჯონს ანახა.
-ჩემი მეუღლე და ჩემი ვაჯიშვილი.  ჯონნმა სუათს დახედა და როცა ბარმენმა ფოტო ჯიბეში დააბუნა კარგად გამოჩნდა მისი აცრემლებული თვალი.
-წყეული ომი. ამოიოხრა ჰატორიმ.
ჟონი თითქოს მიხვდა მის ტკივილს, მის დანაკარგს, თითქოს გაიზიარა კიდეც მაგრამ არა,
-წყეული ადამიანები. ჩაილაპააკა თავისთვის, გულს ბოღმა უფრო მოედო, სიბრაზემაც იმატა
-კიდევ ერთი ჰატორი და ერთი შენ დაისხი, მე გეპატიჯები
-მე არ ვსვავ ჯონ! მაგრამ გმადლობ.
ჯონს სიბრაზე უფრო მოერია, "ჯანდაბამდე გზა გქონია თუ არ სვავ"

-ჯოოონ
-ჯოონ
-ჯონათან

უცებ ჩოჩქოლი ატყდა და ყველანი ჰოლოვიზორს მისცვივდნენ, პირდაპირი ეთერი იყო იმ ქალაქებიდან რომლების "წითელმა მსაჯულებმა" გაანაგდურეს, საზარელი სანახაობა იყო, ქალაქი გადასწორებული იყო, "წითელი მსაჯულების მიერ გამოყენებულმა წნევის ჭურვებმა თითქმის ყველა შენობა მიწასთან გაასწორა, დაღუპულთა რაოდენობა უცნობია, განადგურებულია "ხალხის მცველთა"  სამივე ბაზა ქალაქში" 
ესმოდა ჯონს ეს ყველაფერი მაგრამ ჰოლოვიზორისკენ არც კი მიტრიალებულა, გამალებით ყლუპავდა ვისკის, თითოს ამაში იყო ხსნა. მალე ბარი თითქმის გაცარიელდა.
-ჰატორი შენ იბრძოდი?
-ჩვენ ყველა ვიბრძოდით ჯონ
-რისთვის?
-რას გულისხმობ?
-რისთვის იბრძოდი?
ჰატორი შეყოვნდა პასუხის გასაცემად, დაფიქრდა, ჯონი კი ფიქრობს ეს მისი პაუზა იმაზე სინანულმა გამოიწვია რო ჰატორიმ იბრძოლა და მისი ოჯახი მაინც ვერ გადაარჩინა თუ შეეშინდა იმის რომ ჯონს მისი ბრძოლის იდეა არ გაემტყუნებინა.
-არ ვიცი. ეხლა უკვე არ ვიცი. შეიძლება ოდესღაც ვიცოდი მაგრამ არა დღეს. ეს თქვა და ჯონს კიდე ერთი ჭიქა შეუვსო.
-შენ იბრძოდი ჯონ?
ჯონმა ვისკი მოსვა და უპასუხა: - მთელი ჩვენი ცხოვრება ბრძოლაა ჩემო ცალთვალა ბარმენო, ბრძოლიდან გამარჯვებული კი არავინ არის, ეს უბრალოდ ცხოვრება გვეთამაშება როგორც სათამაშოებს, თითქოს თოჯინები ვიყოთ, თუმცა რაღა თითქოს? თოჯინებივით არ ვართ?  გულის ამრევია ეს უსუსურობა, ჯანდაბაა ყველას, წყეულიმც იყოს ეს ყველაფერი, ეს ომიც, ეს ქვეყანაც, ეს სამყაროც, ეს ცხოვრებაც, შენც ჰატორი, წყეულიმც იყავ, ჯანდაბამდე გზა გქონიათ ყველას.  ჯონი გაცოფდა, ღრიალებს და ჭიებს ამტვრევს, მერე სკამი დალეწა, მერე ჰატორის მივარდა, საყელოში წვდა, ქშინავდა აღელვებისგან
-თქვენი ბრალია ყველაფერი!!!! ღლიაით ჩასძახა ჰატორის სახეში.

-ჯოონ
-ეხლა უკვე გცნობ ჯოონ
-ყოჩაღ ჯონათან, ფანტასტიური შოუ გამართე
-ხელი გამიშვი ჯონ
-ჯონდ ადამიანმა ხელი გამიშვიაო
-გავიგე არ მჭირდება ორჯერ გამეორება. იყვირა ჯონმა
მან ჰატორი გაანთავისუფლა მძლავრად შეკუმშული მუშტებისგან და ხელი მხარზე მოარტყა ბოდიშის ნიშნად, მაგრამ ეს ეფრო „რაც იყო იყო“-ს გავდა. მოტრიალდა, დამტვრეულს კამთან მივიდა, მიხვდა რომ დასაჯდომად აღარ გამოდგებოდა, ნანტვრებები ფეხით გააცუე გვერზე, მეორე სკამი გადმოიღო და ბარს მიუჯდა ისევ. ჯონი იმ ხმაზე ფიქრობს შოუ რო მოუწონა რამოდენიმე წუთის წინ. ისიც კი იფიქრა ვინმე ხო არ ზის რომელიმე ბნელ კუთხეშიო მაგრამ ბარისკენ მომავალმე მოავლო თვალი ყველა კუთხე-კუნჭულს ბარში, მაგამ თვალში არავინ მოხვედრია.
-ეხლა მე გეპატიჟები ჯონ და მეც დავლევ ერთ ჭქას, არ მაწყენს ეხლა. გაისმა ჰატორის ხმა.
-გმადლობ. ჭიქები მიაჭახუნეს და შესვევ.
-ჰატორი არ გეწყინოს, განადგურებულ ინვენტარის საფასურს მე გადავიხდი.
-მაგაზე ნუ იფიქრებ, არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა.
-არა ცალთვალა, გადავიხდი და ამაზე ნუ ვიკამათებთ.
ჯონი ისევ იმ ხმაზე ფიქრობს, მიუხედავა იმისა რომ ბარმენს ესაუბრება.
ალბათ სმის ბრალია, გაიფიქრა ჯონმა.
-ანგარიში გამომიგზავნე და თანხას გადმოვიცხავ, ეხლა კი ჩემი წასვლის დროა.
-ღამემშვიდობის ჯონ, თავს გაუფრთხილდი.
-ღამემშვიდობის ჩემო ცალთვალა მეგობარო, აააჰ მე ხო მეგობრები არ მყავს. ჯმუხად ჩაიჯუჯღუნა ჯონმა, პლაში მოისხა, შლაპა მოირგო და არმადის ქუჩას შეუერთდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს