ნაწარმოებები



ავტორი: თორრნიკე.
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2017


წასვლამდე

მშვიდი,
წვიმით გაჟღენთილი დღეა,
ისეთი მზის ჩასვლამდე რომ ღამდება.
ხეები დასახრჩობადგანწირულ მეზღვაურებს ჰგვანან.
შენ მშრალად დგახარ და წვეთ-წვეთ იფანტები,
სხვები ამ ცხოვრებით ტკბებიან სანამ.

შენს უკან გზა იყო, რომელიც აღარ ჩანს.
გტკივა და იღიმი. სიყალბეს იცმევ.
.
უფალო,
უ შ ვ ე ლ ე,
მათ ვინც ამ სიჩუმეს გადარჩა,
და ჩვენც შეგვიწყალე - ვინც ვერ...
 
-,-

დღეს აღმოვაჩინე, რომ ოთახის ოთხივე კედელი თეთრი ყოფილა.
უცნაურად გავიღვიძე - თითქოს დემონთა ჯგრო მეჯდა წამწამებზე,
მერე სიადანღაც ეჭვის ყორანი მოფრინდა -
და მთელი უსასრულობა მაწამებდა.

-,-

შტორმშიმოყოლილი გემის კაპიტანივით გინებით ავიკლე ოთახი.
კიბეებს კოჭლობით ჩავყევი და ბოლო საფეხურზე დავჯექი.
სახეზე თვითმკვლელის იერი მეფინა ცოტახნით,
უცნაურად მეწვოდა მაჯები.

-,-

რაღაც უნდა ვთქვა -
ასეთ დროს ხომ
ყოველთვის
კაცები ლაყბობენ,
მშვიდობით? - ბანალურია.
მაშ, კარგად? - არც ეგ ივარგებს.
ისეთი სიჩუმეა
თითქოს ალქაჯები მეჯლისს აწყობენ,
და ოთახს - ტკივილის ციხესიმაგრეს
სიცივით ეეკლება კედლები.

-,-

გმადლობ, რომ გულწრფელი ღიმილი მასწავლე,
(ღიმილით გაყინულ ბაგეებს ვითბობდი...)
ეშმაკმა დალახვროს! დამთავრდა!
წასვლლამდე
ბანალურივვიქნები: მშვიდობით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ემილი1999 ვულოცავთ დაბადების დღეს