ნაწარმოებები


შაბათს, გადაცემა "სოფლის დილაში",საზოგადოებრივ რადიო, რადიო 1-ზე, ტალღაზე ეფ-ემ 102.4 დილის 9 საათსა და 45 წუთზე თამარ ბოლქვაძე ( თანანა ) კითხულობს "ლილე 2017"-ის გამარჯვებულ ნაწერს - ნინო ქადაგიძის "რუფინე-ქერისფერს"!!!

ავტორი: ქეროლაინი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
12 აპრილი, 2017


*****

აჩრდილნი დაგდევენ და არ გაჰყვე ქეროლ,
მთვარეს პირთამდე გაგივსებენ,
ვარსკვლავებს ააბრდღვიაებენ
და განათებულ წყლის ზედაპირზე
დახავსულ სკივრს ამოგიყირავებენ,
ამოატივტივებენ ძველ სურათებს,
მარგალიტის მძივებად ასხმულ მოგონებებს,
დახშული ფლაკონებიდან გადმოღვრიან ნაგროვებ ცრემლებს,
და შენც ხომ იცი,
ეს ოკეანე,
ეს ძლივს გაწმენდილი,
თითქოსდა კალაპოტში მყოფი,
თითქოს წყნარი და მშვიდი,
აბობოქრდები,
ცუნამებად გადმოიღვრები,
ატალახდები და მერე ისევ ჭაობს დაემსგავსები,
მეწყერად ჩამოწვები ან სულ დაშრები,
უდაბნოდ იქცევი...
აჩრდილნი დაგდევენ და არ გაჰყვე ქეროლ,
ძლივს ნახე ნაპირი, დაიდე ბინა,
სასიკვდილოდ აღარ ეხეთქები კლდეებს და კლიფებს,
სიმარტოვეში თავს აღარ იხრჩობ,
არ გაჰყვე ქეროლ,
რამდენი გემი უნდა გადაყლაპო,
რამდენი მეზღვაური უნდა შეიწირო,
რამდენი აისბერგი უნდა დაიძრას შენი გულიდან,
დამალე სკივრი, უფრო ღრმად ჩაიმარხე,
ხავსით დაქარგე, მღვიერებით შემოახვიე.
ჰო ხედავ მზე ამოდის,
ჰო ხედავ ანათებს,
არ შეიცვალო დინებები,
ოკეანე ხარ, დიდი და მშვიდი,
დადუმდი,
არ გაჰყვე ქეროლ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები