ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პროზა
14 აპრილი, 2017


ს ი ც ო ც ხ ლ ე

შევეხე  სინათლეს,  სხვა  მოკვდავთა  მსგავსად,  ახელილი თვალებით.
იყო  დრო  უამრავი  სიცუდ-სიკარგით,  გამართლება-იმედგაცრუებით, ერთგულებითა  და  ღალატით, ტკივილითა  და სიხარულით, ზამთარ-გაზაფხულითა  და  ზაფხულ-შემოდგომით, უთვალავი  დღითა  და  ღამით,  სისავსითა  და სიცარიელით..
დავიღალე, დავსუსტდი  და  დავხუჭე  თვალები,  მშვიდად  დავემშვიდობე  ყველას.
ვუყურე  როგორ  დაფარა  სხეული  მიწამ,  როგორ  ამოვიდა  ბალახი  ზედ, როგორ  იბნეოდა  მასზე  ნიავს  აყოლილი  ტყემლის  და  ალუბლის  ყვავილის  ფურცლები  და  ყვაოდა  ულამაზესი  ყვავილები.
დრომ  მოიტანა  დავიწყება  და  აღიგავა მიწიდან  პირისა.
ი რ ი  ს ა....
ი რ ი ს ა...
ი რ ი ს ა.......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები