ნაწარმოებები



ავტორი: კოზეტ ფოშლევანი.
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2017


თუ დავბრუნდებით

მოდი,დავბრუნდეთ ბავშვობაში,
ჩამკიდე ხელი,
თავნება შველის ხედვით გავყვეთ,
ნებიერ ბილიკს,
და გაზაფხული ფერად წყაროდ
შევსვათ პეშვებით,
იგრძენი,სცადე!
ცისარტყელის ზოლში ვეშვებით! 
ფერი? ჩემფერი,ან შენფერი,
ციცინათელა.
მოსძებნის ნახავს, თავის ტოლს და
თავის საფერავს,
გაკვეთილ ვაშლის ერთ წიბწაში
ჩაწვება თვითონ
მეორე ნაწილს,მოკეცილს კი - დაუთმობს იმ სწორს.
გიყურებ! გულში დახვეული
ფრინავს პეპლები,
ფერი? ჩემფერი,ან შენფერი,
ციცინათელა!
მოდი,ნუ მოსწყვეტ,მოეფერე
მლოცველ გვირილას,
შეერთე,ჩასწვდი სასწაულის
უწყვეტს მირიადს.
მოდი,დავბრუნდეთ ბავშვობაში,
ჩაკიდულ ხელით,
რადგან ორივე ერთ მიზანის დასაწყისს ველით.
რადგანაც გვსურს,რომ დავინახოთ
შვლის მშვენ თვალებით,
უმანკოდ,წმინდა,სუფთა სარკე,
მორცხვი წამები...
ატმის ყვავილებს აფეთქებულ
გრძნობებიც კმარა,
იქნები ჩემი მაკნატუნა?
მე - შენი კლარა.
მოდი,დავბრუნდეთ ბავშვობაში,
ჩამკიდე ხელი.

           
                                    13:04.2017













კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები