ნაწარმოებები



ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2017


სან - დაღლა

სან
დ ა ვ ი ღ ა ლ ე,
თითქოს სამყაროს თავდაყირა გამოვეკიდე,
ჯერ უშობელი ჭუპრივით და
სუნთქვაც კი მიჭირს.

ღმერთი დავკარგე
სადღაც მიღმა რეალობაში,
და ყველა ლოცვა, ჩემი ძილის წინ,
ჰგავს ამბიციას მერქვას მორწმუნე.
ყველა პირჯვარი ვალის მოხდაა
არა მის მიმართ,
საკუთარი თავის წინაშე.
ვცოდავ და მიჭირს...

პეპელასავით რომ მეცხოვრა
მხოლოდ სამი დღე,
ვერ მოვასწრებდი ფიქრებით გაზრდას,
სულის სხეულში ჩამობერებას,
ვინ იცის მერე,
დაუღლელად დავტოვებდი აქაურობას,
გზა კი შენამე გაგრძელდებოდა.

ჩემთან, აქ, ღამით,
ვარსკვლავები სულმოუთქმელად,
ერთმანეთის მიყოლებით წყალში ცვივიან,
კვდებიან,
სან
და ოცნებებიც ისე ქრებიან,
როგორც შენ ყოველ ალიონზე,
მზის პირველს სხივზე,
ახალი დღის გათენებისას.

თვალებში სევდად მახვევიხართ
შენ, უღმერთობა...
მე მკრეხელი ვარ.
გამოვიფიტე,
ისე დავსუსსტდი, სადაცაა ხელში ამიყვანს
უენო სივრცე
და სულმთლად ჭუპრი
ნაადრევად დავფრთიანდები.

სან
დ ა ვ ი ღ ა ლ ე,
ღმერთი დავკარგე სადღაც მიღმა რეალობაში,
შენც ხომ დაგკარგე,
მე მაინც გეძებთ გამუდმებით
და სისხლის ნაცვლად,
იმედები მიედინება ჩემს სუსტ ძარღვებში.

სან
დ ა ვ ი ღ ა ლ ე




22/03/2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები