ნაწარმოებები


ოქსფამის კონკურსი საუკეთესო აკადემიური ესესთვის     * * *     ლიტერატურული ფესტივალი „ინსომნია“     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ორელია
ჟანრი: პროზა
17 აპრილი, 2017


* * *

რა იქნებოდა რომ შეგვეძლოს ჩვენი ცხოვრების თუნდაც ერთი დღის შექმნა. როგორც ვიდეო თამაშში. მაუსს დავაწკაპუნებდით და ჩავსვავდით სასურველ ინტერიერს და სასურველ ხალხს, ამინდს, განწყობას, ტანსაცმელს...
და ჩავხტებოდით ამ ვირტუალურ დღეში.
ოოპ და აქ ვარ, უკაცრიელ კუნძულზე; კეთილმოწყობილ,თბილ და საიმედო კარავში, გარეთ ღამეა და კოცონი, შიგნით ციცინათელების ხმის სურნელი და შენ.
ან სადმე საშინელ წვიმიან და ქარიან ამინდში თბილი სახლის უზარმაზარი შუშის კედელთან ვდგევართ და ერთმანეთის სუნთქვით ვტკბებით
ან რომელიმე ეგზოტიკური ქვეყნის მტვრიან ქუჩებში დავბოდიალობთ და ბოლოს დაქანცულები კუთხის კაფეში ყავას ვსვავთ და უაზროდ ვიცინით.
ან. ან. ან
და ეს აუსრულებელი ოცნებად ქცეული სურვილები ფენა ფენა ილექება ჩემი ქვეცნობიერის ბნელ კუნჭულებში და ხანდახან სიზმრებსი მახსენებს თავს, ოდნავ შეცვლილი სახით,მაგრამ გაღვიძებისკენ გამოყოლილი ტკბილი გემო და მთელი დღე გაყოლილი ბედნიერ სევდიანი განწყობის ჩრდილი მუფერადებს შავ-თეთრ ცხოვრებას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები