ნაწარმოებები



ავტორი: ნონესთ
ჟანრი: პროზა
14 აპრილი, 2017


და შენ რა იცი, იქნებ ვკვდები?

ბოლო თვეების დუმილის შემდეგ თითქოს ხმა გამეცი.მაგრამ რეალურად ეს იყო ჩემი მცდელობა, მენახებინა რამდენად კარგად გიცნობ წვრილმანებიანად. შედეგი ასეთია -
ვხედავ შენს მუქ მწვანე თვალებს - არაფრისმთქმელს და ფერდაკარგულ სქელ ტუჩებს, კუთხეში ირონიულად აპრეხილს. არაფერზე გვილაპარაკია ისეთზე,
ეს იყო მხოლოდ მათემატიკა და რა? ამაზეც კი ვიჩხუბეთ. იცოდი, ზუსტად ვიცი, იცოდი რომ არასწორი იყავი,დაგიმტკიცე რომ მართალს
ვამბობდი, მაგრამ ასეთი ხარ - არ გაიტეხე, რა მნიშვნელობა აქვს ზუსტი მეცნიერებაა თუ გრძნობები?! შენ ყოველთის მართალი უნდა იყო..
სისულელეა ეს ყველაფერი რასაც ახლა ვწერ. შენზე წერის უაზრო მცდელობაა. რა უნდა ვქნა, როცა დასაწერს არაფერს მაძლევ. როცა მთელი დღე გადის იმის ფიქრში
რომ არ უნდა ვიფიქრო შენზე და მთელი ღამე შენს ფერდაკარგულ ტუჩებზე ფიქრში ილევა. იმ დონეზე ვარ უკვე, სიზმარი და რეალობა მერევა ერთმანეთში - ვერ ვარჩევ
მღვიძავს თუ მძინავს. მილიარდჯერ შევრიგდით და ვიჩხუბეთ უკვე და ბოლოს ვხვდები რომ ეს უბრალოდ სიზმარი იყო. ისიც არარეალურია რომ ყველაფერი გითხარი
რასაც ვგრძნობ. ვფიქრობ ამ ყველაფერზე და ავტომატურად ღამეების ნახევარი გადის ჩემს ფანტაზიებსა და უხარისხო მასტურბაციაში.
ხმა გამეცი! ოღონდ ისე უღერღილოდ არა, როგორც დღეს. მელაპარაკე.. თვეებია შენი სიტყვები არ გამიგია - თვეებია არ დამიწერია.
ესეც მხოლოდ წერის უშედეგო მცდელობაა. ვწერ იმას, რაც მილიარდჯერ დამიწერია და წამიშლია და კიდევ უფრო მეტჯერ გამიფიქრია.
მომისმინე, ოღონდ ისე, შენის მტკიცება რომ არ დაიწყო. მომისმინე. ჩემსასაც მოუსმინე.
შენ რა იცი, იქნებ ვკვდები?
ისიც არ იცი, ჩემს ნაწერებს ქოქოსის სუნი რომ აქვთ, ჩემს ფიქრებს კი - შენი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები