ნაწარმოებები


ოქსფამის კონკურსი საუკეთესო აკადემიური ესესთვის     * * *     ლიტერატურული ფესტივალი „ინსომნია“     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნოსტრადამუს
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2017


..)

ცრუჟასმინების ოქროსფერი ფრთების ციალი,
კვამლი, ბურუსი, შენგან წასვლის კიდევ მცდელობა.
შენი სინდისი ისე უკვე ვეღარ პრიალებს,
ჩემიც არ გჯერა, ისე როგორც ადრე გჯეროდა.

ჩამოყრილ ფოთლებს მივახვეტე ეჭვის  მარცვალი,
შენ რომ აფრინე რახანია ცისფერ მტრედებად,
რადგან მე ყველა გაფიქრება შენგან დავცალე
და უკვე აღარც შემოდგომა  მეიმედება.


მზემ დაიმოკლა სიფრიფანა ხავერდის კაბა
და უფრო ბევრი მიმოყარა სხივები მაცნედ,
ახლა ცივ ბართან, ვიღაც მთვრალი უთუოდ გაბამს,
შევსახლდი შენში, თუმც კარავი სულ სხვებმა დასცეს.

ეზოში მდგარი უშენობა მოისრა ქარში
მე კი შინ ახლა მხოლოდ ჭიქა ყავა მაკავებს,
გალეშილ დილას მობეზრდები და როგორც მაშინ
დიდი ფანჯრების ვიტრაჟები გადაგყლაპავენ.

მიწა უმზეო ნაძირლებმა წამში დაცალეს,
მხოლოდ გზებია გუშინდელი წმინდა, სპეტაკი,
რისკენ მივდივართ , რას შევნატრით ასე ცალცალკე
იქნებ შენ იცი, იქნებ მითხრა სანამ სპექტაკლი

გაილეოდეს კონიაკის სათუთ ბწკარებში
და მთელ კულისებს მოვედები ჩემი კაეშნით,
შენი გულიდან გონებამდე ცეცხლს ვათარეშებ
სანამ  მაგ ღვთიურ სილამაზეს აღარ მოიშლი.

ამოახველეს შენმა თმებმა ლექსების ჩქერი
ექაჩებიან სახეზე მშრალ, უნიჭო ნიღაბს,
მთვარე ჩამოდნა ჩემს ფანჯრებზე წყვდიადის ცქერით
ცა კი შენს მხრებზე დაესვენა ჰორიზონტს მიღმა.

თვალი შევავლე მორიგ დილას ხორცსავსე მკერდზე
და მანაც ნისლით დამიბურა კეკლუცი ხედი,
ჩემს ეზოს იქით მორევია, შევდივარ, ვეძებ
შენს სურნელს ვეძებ, რა ვიპოვო ამაზე მეტი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს