ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2017


ჩვენ შორის...

ახლა ჩვენ შორის არის ნაპრალი,
ჩვენ შორის ჩადგა ვიღაც მესამე,
ვინც გინდა იყოს მტყუან - მართალი,
ვერ დაგივიწყებ შენი კვნესამე.

თუმც განმიახლდა ძველი იარა,
თუ შევრიგდებით - შემიხორცდება...
და აივსება სულის ფიალა,
თუკი ახდება ჩემი ოცნება.

ახლა, როდესაც ვწერ ამ სტრიქონებს,
გულში ჩამესმის შენი ხმა წყნარი,
იმ ლამაზ წამებს გულიც იგონებს
მწყურვალს რომ კოკით შემასვი წყალი.

მიქელ - გაბრიელს ვიდრე შევხვდები,
ვიდრე იმ ქვეყნად შემიყვარებენ,
შემირიგდი და ჩვენი ვერხვები
კვლავ სიხარულით იშრიალებენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები