ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
16 აპრილი, 2017


Михаил Лермонтов - АНГЕЛ

მიხეილ ლერმონტოვი - ანგელოსი

შუაღამისას ფრენდა ღვთის მაცნე,
წყნარად გალობდა ზეციურ ჰანგებს;
მთვარე, ვარსკვლავნი, გროვა ღრუბელთა,
გარინდებული ყველა უსმენდა.

აქებდა ნეტარ სულთა სიამეს
სამოთხის ბაღის თალართა თაღქვეშ;
დიად ღმერთს ხოტბას ასხამდა გზნებით,
წრფელად, გარეშე ოდნავი ეჭვის.

მოჰყავდა სული უმანკო ჩვილის
სააქაოში ცრემლის, წუხილის
და ანგელოსის  ტკბილი გალობა
ნორჩ  სულს უსიტყვოდ დაამახსოვრდა;

ითმენდა დიდხანს სოფლის სატანჯველს
გასაოცარი წადილით სავსე,
ვერ ჩაუნაცვლეს იმ ჰანგთა ხიბლი,
მაბეზრებელმა ჰანგებმა მიწის.

16 აპრილი, აღდგომა, 2017 წ.



Михаил Лермонтов -  АНГЕЛ

По небу полуночи ангел летел
И тихую песню он пел;
И месяц, и звезды, и тучи толпой
Внимали той песне святой.

Он пел о блаженстве безгрешных духов
Под кущами райских садов;
О боге великом он пел, и хвала
Его непритворна была.

Он душу младую в объятиях нес
Для мира печали и слез.
И звук его песни в душе молодой
Остался – без слов, но живой.

И долго на свете томилась она,
Желанием чудным полна,
И звуков небес заменить не могли
Ей скучные песни земли.

1831 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები