ნაწარმოებები


შაბათს, გადაცემა "სოფლის დილაში",საზოგადოებრივ რადიო, რადიო 1-ზე, ტალღაზე ეფ-ემ 102.4 დილის 9 საათსა და 45 წუთზე თამარ ბოლქვაძე ( თანანა ) კითხულობს "ლილე 2017"-ის გამარჯვებულ ნაწერს - ნინო ქადაგიძის "რუფინე-ქერისფერს"!!!

ავტორი: შენგელია ჯანო
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2017


***

როცა ყველა მეგობარი მიგატოვებს და უკანასკნელი ქუჩის ძაღლივით კუდამოძუებული დაიწყებ წანწალს,
მიხვდები რომ ადამიანებს რომლებსაც აღმერთებდი ,
თაყვანისცემა მოუნდათ შენგან.
დარჩები მარტო.
მოვლენათა ეპიცენტრში,
სადაც არავინ გკითხავს:
რატომ?
სად?
როდის ?
და გააკეთებენ შენგან მოპარული სიტყვებით ხმაურიან განცხადებებს.
შენი სასაცილო მეგობრები.

და მაინც დარჩები ბედნიერი,
და მიიზიდავ ყოველდღე სიკვდილს,
რომ მიეცეს სიცოცხლეს აზრი !
და ამოწურო ყველაფერი შესაძლებელი.

-----

When all friends leave you,
You will start to hang out like a desolated one,
You will Guess that people who you worshiped for a long,
Now they want adoring from you.
You will stay alone
In the center of events,
Where no-one will ask:
Why?
Where?
When?
And they will make
The staking claims
By the words they stole from you.
Your ridiculous friends.

Despite of this, you will stay happy,
And you will attract the death everyday,
To make sense for life
And to exhaust all the possible.



-----

ქირსექ გეთანდ !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები