ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2017


კიდევ ერთი მოფერება თბილისს

„რუსთველის პროსპექტზე ხეტიალი
ნუ მომიშალოს ღმერთმა“.
ლადო ასათიანი

„ეგებება მზეს თბილისი
თავის ექვსი კარით“.
გიორგი ლეონიძე

“თბილისო, მზის და ვარდების მხარეო,
უშენოდ სიცოცხლეც არ მინდა“.
პეტრე ბაგრატიონი გრუზინსკი

საოცრებად განფენილი
გათრობს ნაზი სურნელით,
ფიქრი ლექსად აფრენილი,
რომ ვეღარ გაუძელი.
კლავდნენ, იგი არ კვდებოდა,
ჩაიჩოქა მან არა
და სულ უფრო მაღლდებოდა
ის გულთა გასახარად.
და ქალაქი იგი ელვა
ფიქრებს ეალერსება,
თვალი სვამს და მისით „თვრება“ ,                                   
დენთი უმალ ფეთქდება.
არ ფერება არის რთული
პოეზიის ალაგის,
ოქროსფერად ანთებული
მოქუხს ჩემში ღვარად ის.
არც რუსთველის პროსპექტზე და
არც ქუჩაზე გალასი,
არასოდეს მომბეზრდება
ხეტიალი ქალაქში.
მთაწმინდიდან ეს ხედები
როგორ მელამაზება
და შენ გულო, იღვენთები
ამ ტრფიალში სანთლებად.
ზეცისაკენ აწვდენილო
დღეგრძელობა მარადის,
ასე თბილო, ასე ტკბილო,
უფლის მადლი გფარავდეს.

                                          2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ემილი1999 ვულოცავთ დაბადების დღეს