ნაწარმოებები



ავტორი: ჰერკულესი
ჟანრი: პროზა
20 აპრილი, 2017


შეშლილის დიურები - თავი-IV <სიზმარი>

იმ ღამეს არმადის ქუჩა ჩვეულებრივზე უფრო ხალხმრავალი იყო, მაგრამ არა ჯონისთვის. ის მიდის და უძრავია, იყურება და ვერ ხედავს, ისმენს და არ ესმის, ის კი მიდის, მიაბიჯებს თავისი მძიმე ნაბიჯებით. ლარიმანიუმში მომხდარის გამო თავს საერთოდ არ გძნობს დამნაშავედ. ესეთია ჯონი, ეს მისი ნატურაა. არ ფიქრობს რა გააკეთა ბარში, თავს კარგად გრძნობს, მისი ყოველი ნაბიჯი ამაყია ისევე, როგორიც მისი ეხლანდელი გამომეტყველება, სევდა და ტკვილიც სადღაც გაქრა მისი ნაკვთებიდან, ის სუნთქავს, მისი კეხიან ცხვირზე ნესტოები უფრო დაბერიალია და გამალებით ისუტავს ჰაერს, მთელი სხეულით სუნთქავს, თითქოს მოშიებული ნადირი ეძგერა ხორცის დიდ ნაჭერს.
-ფუუ როგორ ყარხართ!!!
-ისუნთქე ჯონ, ისუნთქე
მისი მკვდარი ტუჩების ერთი მხარე ოდნავ ზევით წამოიწია. მისი სახისთვის ეს უჩვეულო და დავიწყებული მოძრაობა უცნაურად სასიამოვნოა. მის შავ წვერში რთულია გაარჩიო მაგრამ ტუჩები არ ტყუიან, ჯონი იღიმის.
-კარგია ჯოონ?
მისი სხეული ენერგიით ივსება ისე, ისე თითქოს სანიაღვე არხი ძლიერი წვიმისას, ნაბიჯები კი უფრო მძიმდება, ყოველი ნაბიჯით ებღაუჭება ცივილიზაციით დაბინძურებულ ასფალტს.
-კარგია, კარგიაა, კარგიააა.
წამოიღრიალმა უეცრად გაჩერებულმა და რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდგომ განაგრძო გზა. რამოდენიმე ათეული მეტრი გაიარა და ტაქსი გააჩერა, მკვეტრად გამოაღო კარი და დაჯდა უკანა სავარძელზე.
-სად მივდივართ.
-ბნელეთში. უპასუხა ჯონმა და გადაიხარხარა.
გაოცებულ და ოდნავ შეშინებულ მძოლს პასუხის მოლოდინში რამოდენიმე წამით მზერა არ მოუშორებია.
-მთვრალი ვარ, ყურადღებას ნუ მომაქცევ. ჰიქსტონის თვრამეტი მეგობარო.
მისი ნათქვამი ბოლო ფრაზა მთელი გზა აწუხებდა ჯონს. „მთვრალი ვარ, ყურადღებას ნუ მომაქცევ“ ფიქრობს რო ეს შიშს გავდა, შიშს იმისა რო მძროლს მისი ნათქვამი სერიოზულად არ მიეღო, მაგამ რატომ? ჯონს არ ეშინია. აირია. ვერ ხვდება რისი დამალვა ცადა ინსტიქტურად ან რატო სცადა. არ რატომ შეეშინდა რო ის რაღაც რაც თვითონაც ვერ გაუგია თაქსის მძღოლი მიხდებოდა.
-მოვედით
ჯონმა თანხა წინ სავაძელზე დაუყარა, კარი მოუჯახუნა და მიაძახა
-დაიკარგე აქედან არარაობავ
ამ ნათქვამის მძღოლს უკვე ძალიან შეეშინდა და მვეთრად დაძრა მანქანა.
სახლში შესული სავარძელში ჩაესვენა და თვალები დახუჭა. ისევ იმ ფაქთზე იყო გაბრაზებული რაც ტაქსში ჩაჯდომისას მოხდა.
-ტკბილი ძილი ჯოოონ.
                                      *********************************************************
-ესე არსებობას აზრი არ აქვს.
-მართალი ხარ, მეც გამიქრა ყველაფრის სურვილი როცა ნათელი დავიპყარი ბნელით, მაგრამ ყველაზე საშინელი ის არის, რომ ამას გვიან მივხვდი, მე ვყოფილვარ საშნელება, მოსტრი და ყველაფრის დანამგრეველი.
-გაჩუმდი შე მატერიალისტო
-წამოდი ჩემთან და აღარ მოგიწევს მაგ საშინელების ყურება
-არა, არ შემიძლია, ვერ დავტოვებ იმ ადგილს სადაც დიდებულ ოდერონს გაუჩნდა ლაქები, იქ სადაც ღრუბლებს არ ურევენ აკვარელს, იქ სადაც იწყები და აღარ მთავრდები და მანქანებს ფრთები არ აქვთ
-იქ სადაც სიცოცხლე არ არის და იქ სადაც ქაოსი მთავრდება, იქ სადაც ოდერონს სენი შეეყარა, იქ სადაც აკვარელნარევ რუბლები სისხლით არ შეუღებავთ
-იქ სადაც გვამები იფერთხავენ დედამიწის მტვერს, იქ სადაც არეული არ არის შავ-თეთრი ტონები, იქ სადაც ვერავინ იტყუება და იქ სადაც მე ვარ დედოფალი
-იქ სადაც არ არსებობს თვალები, მაგრამ შენი ცქერა მაინც სწადიათ, იქ სადაც არ არსებობს ბაგენი, მაგრამ შენი ბაგეთა გემო ენატრებათ, იქ სადაც შენ ხარ დედოფალი, ჩემი, დამხობილი მეფის მშვენება და არარსებული სიყვარული
-იქ სადაც გიჟებს არ აბავენ. იქ სადაც ყველას ყვიტლები აცვია. არა, აღარ შემიძლია
-იქ სადაც მე, სინათლევე გალაშქრებულს, ბრძოლიდან დაბრუნებულს, შენი შემოგებებით მოქროლილი ნიავი მომეფერება და ნელი დაბევებით გამიმთელებს სინათლით დასეილ ბნელ სხეულს და არ მეტყვი ეს რა ჩაიდინეო.
-იქ სადაც ჭიამაიებს არავინ ეკითხება როგორი ამინდი იქნება, სადაც არ არსებობს მზის სათვალე, მზის სხივები არ არის მწველი და სადაც ვაშლატამას ცალცალკე ჭამენ
-იქ სადაც მზის სხივები სათითაოდ დავამსხვრიეთ, სხივი სხივზე და მისი ნაკუწები ჩემს გაწრთვნილ მხეცებს მიუყრი საძიძგნად.
-მხეცებიი? რად გვინდა მხეცები
-ბევრს მოუნდება ჩვენ სიმაღლეზე ამოსვლა და კიბეზე შეეგებებიან მსურველებს, ეს ქაოსის დასაწყისი იქნება
-აქ კიბე არ არსებობს და ჩვენ მხოლოდ ფრთიანებს მივიღებთ
-ეს ხმა გესმის?

გაგრძელება იქნება.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები