ნაწარმოებები



ავტორი: ნოსტრადამუს
ჟანრი: პოეზია
20 აპრილი, 2017


დარაბებს მიღმა

თითქოს აქ არის რაღაც ფრანგული, 
ყველა სართული თითქოს სხვენია,
რის გაზაფხული, რა გაზაფხული,
დარაბებს მიღმა არაფერია. 
კედლები ცივი, გადაქარგული
სახელებით და ფსევდონიმებით, 
რის გაზაფხული, რა გაზაფხული
დარაბებს მიღმა ყრია ტვინები. 
ნაგავი (ქარხნულ-არაქარხნული)
გარეთ, სხეულშიც. ფანჯრებს ლეწავენ,
რის გაზაფხული, რა გაზაფხული,
დარაბებს მიღმა სძინავთ მეძავებს. 
ქალაქი მუნჯი, თავშელახული, 
შორს მერიოტი, შორს რიც კარლტონი, 
რის გაზაფხული, რა გაზაფხული 
დარაბებს მიღმაც არ ჩანს პატრონი. 
და განისვენებს ახლა მორალი
ძველი დიდების ბებერ ტაძართან, 
არ გაიხედო,  არ გაიხედო, 
დარაბ
ებს მიღმა.  უკვე დაზამთრდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ემილი1999 ვულოცავთ დაბადების დღეს