ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2017


ფიქრებმა დაგტოვეს

მიდიან და გტოვებენ,გტოვებენ და მიდიან,
დარდის ანაფორებით შემოსილი ფიქრები,
გარეთ უკვე აღარ წვიმს,გარეთ სხვა ამინდია,
ძველებურად,მერწმუნე არაფერი იქნება,

არ იქნება ტკივილი,უწინდელი ცრემლებით,
შენ ვეღარ გეყვარება, ისე როგორც გიყვარდა,
ლექსსაც აღარ სჭირდება შენი ხელის შევლება,
და საბაბიც აღარ გაქვს რაღაც, რომ გაგიხარდეს,

ამ რუტინულ სამყაროს,შენ ვერაფერს გაუგებ,
რადგან  არ ხარ ამ ქუჩის,ქალაქის და პლანეტის,
ყოველ ღამე რითმებით ღმერთთან როცა საუბრობ,
საკუთარ თავს დასცინი როცა უცქერ გარედან,


მიდიან და გტოვებენ,გტოვებენ და მიდიან,
დარდის ანაფორებით შემოსილი ფიქრები,
გარეთ უკვე აღარ წვიმს,გარეთ სხვა ამინდია,
ძველებურად,მერწმუნე არაფერი იქნება...





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები