ძველისძველ ოთახს მე ვგრძნობდი სრულად, დუმილს ანგრევდა ხმები საათის. კვნესოდა ხსოვნა საუხერხულოდ, დრო - ათასცხრაასოთხმოცდაათის. * გსურს გენიალურს ქარივით სდიო, იგრძნო დიდების დაფნა მარადი, რომ უკვდავების თასით დალიო ჟამთა ცრუ დენა და მასკარადი. * ინატრებ სოფელს, გზებს - ოკრო-ბოკროს, სიმწვანით მოსილ ვიწრო ღელეებს, ვერ ჩაუნაცვლებ ამ წარსულს ოქროს და არ აჰყვები სისულელეებს. * გადვიდა... ახლა სხვა დღე ილევა, ლალით სავსეა ღამების ავზი, გული აბა ვით არ გადირევა, როცა ედება სიძველეს ხავსი. * ძველისძველ ოთახს მე ვგრძნობდი სრულად, დუმილს ანგრევდა ხმები საათის. კვნესოდა ხსოვნა საუხერხულოდ, დრო - ათასცხრაასოთხმოცდაათის...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გმადლობთ ემილი1999 გმადლობთ ემილი1999
1. მომწონს. (:
მომწონს. (:
|
|
მონაცემები არ არის |
|
|