ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2009


ეჭვი

თითის ბალიშებიდან,
თვალებიდან,
ნესტოებიდან,
თმის ღერებიდან
შემოიპარა...
მზის წნულთან გაერთიანდა
დაქსაქსული.
წელის მალებს ჩაეჭიდა
როგორც ხავსს წყალწაღებული.
შეისვენა...
და ძალამოკრებილი
ზურგის ტვინს აჰყვა...
ეხლა ამ უსასრულო ნაოჭების
ლაბირინთებში დაბორიალობს
და გამოსავალს ვერ პოულობს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები