ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
20 აპრილი, 2017


ვარსკვლავური მტვერი

ვარსკვლავური მტვერი

  თუ გავითვალისწინებთ ჩემში არსებულ ნახშიროჟანგს  და კალციუმს, გამოვა, რომ მეც თქვენსავით ვარსკვლავი ვარ.
    დიახ, თანამედროვე მეცნიერება ზუსტად ასე ამბობს: “ვარსკვლავური მტვერი.” თუმცა ძალიან მალე გამოჩნდება ვიღაც იდიოტი, რომელიც იტყვის, რომ დედამიწა ბრტყელია და ბევრი სიცილ-ხარხარის შემდეგ ის მართალი აღმოჩნდება. დასწყევლოს ეშმაკმა, ჯორდანო ბრუნოც სასაცილო ამბავს ყვებოდა თავის დროზე, მაგრამ ეს სასაცილო ამბავი გარდაიქმნა სასაცილო უსასრულო სივრცედ.
    თქვენ შეიძლება იფიქროდ, თითქოს დედამიწის ჰორიზონტალურ ფორმას ვემხრობოდე, მაგრამ ცდებით, თან მწარედ. აბა, არაფრით გამორჩეულ, გარე-უბანში მცხოვრებმა ვარსკვლავმა რა იცის სამყაროს, ან თუნდაც დედამიწის შესახებ. ეს  კი არა, კოსმოსშიც კი არ ვყოფილვარ, ჰომალდის საწვავის ავზიც არასოდეს მინახავს სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ.
    ხომ გეუბნებით, ერთი უსაქმური ვარსკვლავი ვარ-მეთქი, და თან ისეთი უსაქმური, დღე არ ყოფილა მზის ჩასვლისთვის რომ არ მეყურებინოს.
    ადრე ვწერდი და ვკითხულობდი. ხო, კიდევ რაღაც ფილოსოფიურ აზრებს ვიგონებდი, რომ დარს ავდარი მოსდევდა და პირიქით, ავდარს დარი, ამრიგად, როცა უბედურად ვგრძნობდი თავს, ვიცოდი, რომ აუცილებლად გავბედნიერდებოდი.
    ბოლოს და ბოლოს ისეთები შერჩნენ სახრჩობელაზე, როგორების ცხოვრებაც თითოეული ჩვენგანის აუხდენელი ოცნებაა.
    ხოდა მე თუ ოდესმე ვიყავი მწერალი, მკითხველი ან უბრალოდ გემოვნებიანი მუსიკის მსმენელი, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიყავი ერთი რამ: უსაქმური, რომელსაც არ ჰქონია საკუთარი ცხოვრება.
    ყველა ასე იყო:
თქვენ გჯერათ იმის, რომ ტერენტი გრანელი კვლავ გააგრძელებდა წერას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყოველდღიურად გაჟიმავდა გრძელფეხება ლამაზმანებს და თუ ის ყოველ საღამოს გაისეირნებდა და ეეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე თავის სუპერ მოდელ ფრანგ საცოლესთან ერთად?!
    თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ზღაპრების არ მჯერა...
    ან ოთხმოცი წლის ასაკში გოეთე დაწერდა ფაუსტის თუ ის იქნებოდა “პლეი ბოის” მფლობელი?!
    რა შეიცვლებოდა ედგარ ალან პოს  ბიოგრაფიაში მას რომ ბედნიერი ცხოვრება ჰქონოდა?!-ყველაფერი!!
    ან მე, განა დავწერდი ამ სირობას, უკეთესი ცხოვრება რომ მქონდეს?! დუბაელი პრინცი რომ ვიყო, ან კიდევ კინო ვარსკვლავი, რომელიც ბანკში შეინახა და თავის მილიონებს, თვითონ კი დაძენძილი ტანსაცმლით ივლიდა, რადგან ეს ბუნებაში აქვს.
    დაფიქრდი ვინ იქნებოდი შენ ცოტა კიდევ უკეთესი ცხოვრება რომ გქონდეს.ის, ვინც ახლა ხარ?

....

    წრის შემადგენელი  ნაწილი გახლდით. სხვა წრის შემადგენელმა ნაწილმა, სხვა შემადგენელ ნაწილებს ასეთნაირად კითხვა დაგვისვა:
- ვარსკვლავები, (და ვარსკვლავები ხართ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენშია ის, რაც არის ვარსკვლავებში) მითხარით რომელი გირჩევნიათ, ძლიერი გრძნობები თუ მაღალი ინტელექტი?
    ყველა წრის შემადგენელმა ნაწილმა მაღალი ინტელექტი აირჩია და მივხვდი, ადამიანები ირჩევენ იმას, რაც აკლიათ.  მათ არ იცოდნენ,  მხოლოდ გრძნობების არსებობის გამო რომ არბზრდებოდათ სიცოცხლე.
    შერლოკ ჰოლმსითა და ალბერტ აინშტაინით გადარეულებს ვერაფერი გავაგებინე. მხოლოდ ჯორდანო ბრუნოსეული თუ მიხვდებოდა მე. მხოლოდ მობისეული ან კიდევ მოცარტისეული, თუმცა დიდი ხანია მოცარტისთვის აღარ მომისმენია.

.........

    მე მინდა ვარსკვლავებმა შეიგნონ,  რომ ცხოვრება უსამართლო არ არის, რომ ყველა იმის ღირსია რაც აქვს და რომ ამ პლანეტაზე მუშაობს ერთადერთი კანონი:
    რასაც დასთეს დღეს, იმას მოიმკი ხვალ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები