ნაწარმოებები


ოქსფამის კონკურსი საუკეთესო აკადემიური ესესთვის     * * *     ლიტერატურული ფესტივალი „ინსომნია“     * * *     ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: მირიან მერცხალაძე
ჟანრი: პოეზია
21 აპრილი, 2017


ცივი ღამეა...

ცივი ღამეა,სურვილებით
სავსე კიდობანს,
მაღლა ვარსკვლავით გაპენტილი
შავი ცა შვენის,
ჩემს ბავშვობაში შემოჭრილმა უცხო დიდობამ,
ჩემი ბავშვობაც წარღვნასავით გადააშენა.

ცივი ღამეა,შორეული შუქი
მონმარტის,
კილო სიბნელით გამოავსებს
ღამის კიდურებს,
მახსოვს უფალო ამ ქაოსში თავი მოგანდე,
რადგან კაცი ვარ,მიწა ვარ და,
ცოდვა ბითური...

დღეს ისე მცივა,ამ სხეულის
ვიწრო ეშაფოტს,
ვანდობ ტკივილს და ტკივილების
ზომას ვერ ვსაზღვრავ,
მალე ოთახში შემოცურავს
ლექსი,ვეშაპი,
და პოეტივით გამოჭიმულს
ცოცხლად შემსანსლავს.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს