ნაწარმოებები


პოეტ გიო ლომიძის ( გილო ) ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: სინა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 ოქტომბერი, 2018


დავრჩე თუ დავრჩე

ჟღალი თმით და ფერადი კაბით მწვანე მინდორში მივცურავ თავჩახრილი და გვირილის ფურცლებს ვითვლი:
დავრჩე თუ დავრჩე.

...
კიბე და არც საფეხურებია, არც დასაპყრობი მწვერვალი,
ზემოთ და მაღლა კი არ უნდა ვისწრაფვოდეთ,
არამედ ღრმად,
ჩვენში.
ყოველდღე დავეხეტებით გარეთ - ჩვენგან გარეთ,
ჩავაფრინდებით ამა თუ იმ იდეას და დაგვაქროლებს ასე ყოველ მხარეს, არსაითკენ.
და ვცოტავდებით.
საკუთარი თავისთვისაც კი აღარ ვართ საკმარისები არათუ გაზიარებისთვის.
ამიტომ გავერთიანდეთ,
ნუ გავიბნებით გარეთ!
ნუ ჩავტოვებთ ჩვენს ნაწილებს სხვებში!
ნუ დავიტოვებთ მათ ნაწილებს!
არამედ გავერთიანდეთ,
საკუთარ თავში და არა მის გარშემო..!

ჰარმონია სულის, გულის და გონების სიმშვიდეში არ არის მხოლოდ..
ის ჰარმონიაშია როცა სულის განცდები, გულის ემოცია და გონების ფიქრები ემთხვევა.
თუნდაც ეს მწარე განცდები, მტკივნეული ემოცია და მტანჯველი ფიქრი იყოს. - ისინი უნდა ემთხვეოდნენ!
თუკი სული წონასწორობაშია, გული კი მტკივნეული, გონება იბნევა.
აღარ იცის სწორად მოიქცეს და სულის წონასწორობა შეინარჩუნოს, თუ არასწორად და გულს აამოს.
აი სად ირღვევა წონასწორობა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები