ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2017


გხედავდეს

რა ლამაზია ეს წვიმა გარეთ,
მოგწონს ასეთ დროს ფანჯრებთან დგომა,
გაზაფხულს ცივი გასერავს ღამე
და იფიქრებ, რომ დგას შემოდგომა.
არც ისე გრძელ თმას კეფაზე იხვევ,
და მოგწონს თავის ისე დაჭერა,
თითქოსდა გვერდზე ისროდე ნიღბებს,
არც ერთი გშვენის რადგან ამჯერად.
შენ გინდა, ვიღაც ჩუმად გხედავდეს,
და ამას  ოდნავ, სულ ოდნავ გრძნობდე...
ნაიარევზე სულს გიბერავდეს
და შუბლზე დიდი ნაოჭი ჰქონდეს
შენზე დარდისგან... ადგეს და მერე
ფანჯრიდან წვიმის წვეთები თვალოს,
და მისი ზრუნვით გამთბარ ცივ დღეებს
ფერი არასდროს არ შეეცვალოს.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები