ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნიკო ლეჟავა
ჟანრი: პროზა
24 აპრილი, 2017


ცის სახლი - 16. წერილი ღმერთს

  წერილი ღმერთს

  (გაგრძელება)

  ამა ქვეყნის ამაოებით ქანცგაწყვეტილი ქუჩიდან ეკლესიის უშფოთველ, გალავნით შემოკავებულ ეზოში შესულ პაპარაცს მოეჩვენა, რომ სხვა სამყაროში მოხვდა - ნაძვის ტოტზე ციყვს მოკრა თვალი; გაუკვირდა, ამ შუაგულ ქალაქში ტყის ბინადარს რა უნდაო, მაგრამ იქვე გაახსენდა, რომ ეზო უკანა მხრიდან პატარა, მოკრძალებულ მდინარეს ესაზღვრებოდა, რომლის ხეობაც მთებში იღებდა სათავეს. სხვათა შორის, ეს „მოკრძალებული“ მდინარე კოკისპირული წვიმების შემდეგ ისე ადიდებულა, ადამიანთა სიცოცხლე შეუწირია. ეზოში ტანმაღალი, მეტწილად წიწვოვანი ხეები იდგა, ხოლო ტერასებსა თუ ქოთნებში დეკორატიული მცენარეები ხარობდნენ; იქვე, ქვებში ხელოვნური წყარო მოეწყოთ და წყალი მოჩუხჩუხებდა. ალბათ, იმის გამო რომ ჯერ ადრიანი დილა იყო, ეზო ცარიელი დაუხვდა პაპარაცს; მხოლოდ ერთ ადამიანს მოჰკრა იქ თვალი - ხნიერ, თეთრწვერა მღვდელს, როელიც ეზოს სიღრმიდან მას ყურადღებით აკვირდებოდა. პაპარაცი შეკრთა, რიდის თუ რაღაც ამდაგვარის გამო, (თავადვე გაუძნელდა ამ გრძნობის ახსნა), ვეღარ განაგრძო გზა. მღვდელმა იგრძნო მისი „გასაჭირი“ და ღიმილით გაამხნევა - ანიშნა კარიბჭე გადაელახა.
  ტაძარში საკმევლისა და ვარდის ზეთის სურნელით შემკული არამიწიური სიმშვიდე მთელი არსებით შეისრუტა; ერთხანს თვალებმინაბული იდგა, და როცა გამოიხედა, მაცხოვრის ხატს მიუახლოვდა, ეამბორა და გულის ჯიბიდან ამოღებული მჭიდროდ დაკეცილი წერილი კიოტში შეუცურა; თუმცა წასვლის წინ ჩურჩულითაც უთხრა ის, რაც წერილში ეწერა:

  „მაპატიე, რომ ვერ ვივარგე...
  მაგრამ შენ ხომ ისეთებიც გიყვარს,
  ვინც ვერ ივარგა. მე შენ მიყვარხარ!“

  (გაგრძელება იქნება)
  ნიკო ლეჟავა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები