ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა-მუხა
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2017


**

ბედი,რომ მქონდეს
უნდა მომქონდეს
ბედნიერება
შენთვის.
მაგრამ უბედო
დავბადებულვარ.
სიკვდილს,
ტკივილი
ერთვის.
არავითარი თოვლი
და
წვიმა...
ჩემთან ქარია მხოლოდ.
ვდგავარ ყველაფრით
აღელვებული,
ჩემი სიცოცხლის ბოლოს.
არც სიმშვიდეა,
აღარც პათოსი.
სიო შემორჩა ხისტი.
წუხელ,მიმზერდა
თვალცრემლიანი
ჩემი მოხუცი
ქრისტე.
რადგან გავშორდი,
სხვა გზას გავყვევი,
ეკლიანსა და ფართოს.
ვგავარ სიკვდილის
პირღია პირმშოს,
თავზე ცოდვები
მათოვს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები