ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2017


* * *

ბედნიერების არ მაქვს მიზეზიც,
რადგან სიხარულს შენს სახელს ვარქმევ,
და ნდობაც უკვე იქცა სისუსტედ,
ცოდვასაც ბარემ გავამხელ აქვე:
რომ მე წავაგე საკუთარ თავთან,
გენდე რადგანაც ჩემს თავზე მეტად,
გეტყოდი ალბათ, რომ იყო ახლოს...
(ან იქნებ უკვე შევძლებდი ვეღარ...)
ზოგჯერ სამყაროც დამცინის მგონი,
ცაც, მიწაც, თოვლიც, ქარიც და წვიმაც,
არ ვიცი როგორ ვიპოვო ძალა,
არ ვიცი როგორ დაგარქვა „ვიღაც“...

24.04.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები