ნაწარმოებები



ავტორი: მელ.ზ.
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2017


* * *

ტკივილები არ კვდებიან!
დროც არ არის მათი სამარხი.
სიმშვიდე უნომრო სარჩევია,
არც სახლი აქვს..
არც მისამართი..
ვწერ,
ისევ უმთვარო ღამეში და
მაკლიხარ, როგორც ტყუპისცალი.
უსიცოცხლობა გამიხშირდა.
ვერც სიკვდილისთვის მოვიცალე.
ვდგავარ ნისლში და საცეცებს ვშლი,
ცხოვრების აზრს რომ მოვეჭიდო.
რამხელა რწმენით დაგეძებდი,
რწმენაც გამიხდა საორჭოფო.
დიდი დარდისგან არ კვდებიან,
ნაიარევს დრო ვერ ერევა..
''გაივლის'' - იოლი სათქმელია.
რთულია ბედზე დანებება.
უძვლოდ დარჩენილი ხორცის ტკივილს,
ისე ერითმება ''ძაღლის ყეფა'',
როგორც -
შენს ნაკვალევს მოვიჭრიდი,
სულზე სამუდამო დავიწყებად.
მოგონებები სულ არსებობენ,
ბნელი,
გამჭვარტლული სადგურები.
შენ კი იმ ბაქანზე დამელოდე,
სადაც არასოდეს დავბრუნდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები