ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2017


ნიქოზის გაზაფხული

გივარგი,
რომელი ხის ქვეშ დამარხავ ჩვენი მამებისა და დედების სინანულს?
ეგეც იქით იყოს,
ჩვენი თვალნათელი გოგო-ბიჭების სინანულს რას უზამ, -
რა მახრას შეუსევ?
რა ნაცარს წააყრი?

ეზოში ქვის ზღარბები და ბაჭიები დაგირბის.

გივარგი,
ფარ-შუბი გივარგა -
აეფარე.

სისხლიან ხელებზე აწებებული ყვავილები
წყლით მუცელდაბერილ მდინარეებს მოუყევი, -
მიწამ არ გაიგოს!..
მიწამ არ გიწყინოს!..

გაჭერი მავთულხლართი,
ქართლს რომ წამოადგეს ეკლის გვირგვინივით,
ჩადრიკე,
ჟანგმა ჭამოს!..

გივარგიი,
გივარგიი,
სული გადაიფრენს,
სული გამოძვრება რვალიდან, ეკლიდან...
ცას მაინც შეჰკიდე
ფერადი ბუშტები,
ბავშვებმა ფრანებთან ერთად რომ აუშვეს...
შიგ მათი სულია,
მავთულს ნუ შეახევ, გივარგი!..

გორი, 26 აპრილი, 2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები