ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
30 აპრილი, 2017


საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ეკონომიკური გეგმა (1991 წლის 7 ივნისს საქართველოს უზენაესი საბჭოს ტრიბუნიდან წარმოდგენილი სიტყვის მიხედვით)

საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ეკონომიკური გეგმა
(1991 წლის 7 ივნისს საქართველოს უზენაესი საბჭოს ტრიბუნიდან წარმოდგენილი სიტყვის მიხედვით)






რადიოსადგურ "ამერიკის ხმის" ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედმა, 1980-იან წლების ე.წ. "ეროვნული მოძრაობის" ლიდერებმა მიაღწიეს სანუკვარ მიზანს.


დაანგრიეს ის, რაც სძულდათ, შექმნეს ის, რაც მოსწონდათ.


თუ 1990 წელს საქართველოს ქონების უდიდესი ნაწილი ეკუთვნოდათ ქართველებს, დღეს, 2017 წელს, საქართველოს ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი ეკუთვნით მათ, ვინც ქართველ ხალხს 1990 წლამდე, და შემდეგაც, რადიოსადგურ "ამერიკის ხმით" ზღაპრებს უყვებოდა ე.წ. "კაპიტალისტური დემოკრატიის" შესახებ.


აბა, კარგად დაფიქრდით, ეკონომიკის ე.წ. „ლიბერალიზაციის“, ე.წ. „პრივატიზაციის“ და ე.წ. „საზღვარგარეთული ინვესტიციების“ შედეგი სხვა რამე შეიძლებოდა ყოფილიყო?


დააკვირდით სიტყვას „კაპიტალიზმი“.


„კაპიტალიზმი“ ნიშნავს „კაპიტალის“ , ანუ „ფულის“, ბატონობას.
„კაპიტალი“, ანუ „ფული“, ვის აქვს უფრო მეტი, ვიდრე ქართველებს?
სწორია, უცხოელ „კაპიტალისტებს“.


ჰოდა, არის მერე „კაპიტალიზმი“ და არის „კაპიტალისტური დემოკრატია“ - ვისაც მეტი ფული აქვს, ის ბატონობს, ანუ ბატონობენ უცხოელი, არა-ქართველი, „კაპიტალისტები“, პირადად და აგენტების საშუალებით.


ახლა კი, მოდი ყურადღებით ვნახოთ და გავიაზროთ წინამდებარე ტექსტზე დანართად მითვისებული ვიდეო-ჩანაწერზე ჩაწერილი საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საგანგებო სიტყვა, წარმოთქმული 1991 წლის 7 ივნისს საქართველოს უზენაესი საბჭოს ტრიბუნიდან.


მიაქციეთ ყურადღება, ზვიად გამსახურდიას როგორ მოჰყავს არგუმენტად აშშ-ის პრეზიდენტის რონალდ რეიგანის სიტყვები, დააკვირდით, რისკენაც რონალდ რეიგანი მოუწოდებს, ის აშშ-ს თავისთვის ვერ გაუკეთებია.


განსაკუთრებით დააკვირდით ამ ვიდეო-ჩანაწერს 21-ე წუთიდან, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია საუბრობს მიწისა და საწარმოებების, საერთოდ, სახელმწიფო საკუთრების ე.წ. „პრივატიზაციაზე“ და ე.წ. „საზღვარგარეთულ ინვესტიციებზე“.


განსაკუთრებულ-ად ნიჭიერების საყურადღებოდ,ზვიად გამსახურდიას ამ ეკონომიკურ გეგმაში მთავარია სიტყვები „პრივატიზაცია“ და „საზღვარგარეთული ინვესტიციები“, დანარჩენი სიტყვები ეკონომიკური გეგმის მიღმა დევს, დანარჩენი ყველაფერი „სურვილებია“.


ცნობისთვის, გამოთქმა არსებობს, ძალიან ზუსტი გამოთქმა: „კეთილი სურვილებით ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა არის მოკირწყლული“.


მოგვიანებით ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ სწორედ ეს ეკონომიკური გეგმა განახორციელა.


ჰოდა, რა განსხვავებაა ზვიად გამსახურდიას და ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკურ გეგმებს შორის?

ჰოდა, რა განსხვავებაა ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ  სააკაშვილის და დღევანდელი ხელისუფლების ეკონომიკურ გეგმებს შორის?

არანაირი. ეს ერთი და იგივე ეკონომიკური გეგმაა. ეს სწორედ ის ეკონომიკური გეგმაა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ წარმოადგინა 1991 წლის 7 ივნისს საქართველოს უზენაეს საბჭოს ტრიბუნიდან.

ეს სწორედ ის ეკონომიკური გეგმაა, რომლის განხორციელებისთვის მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკის მინისტრს კახა ბენდუქიძეს ზვიადისტები სახეში აფურთხებდნენ.

მაინც რა გულუბრყვილოები არიან ეს ზვიადისტები. მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკის მინისტი კახა ბენდუქიძე ხომ ფაქტურად ზვიად გამსახურდიას ეკონომიკურ გეგმას ახორციელებდა.

ჩნდება კითხვა, კი მაგრამ, რახან ეკონომიკური გეგმა ერთი და იგივეა, „პრივატიზაცია“ და „საზღვარგარეთული ინვესტიციები“, მაშინ, ეკონომიკური თვალსაზრისით, რაღა მნიშვნელობა ჰქონდა, ვინ იქნებოდა ხელისუფლებაში, ზვიად გამსახურდია თუ  ვინმე სხვა?


ჰოდა, ზვიადისტების გასახარებლად ვამბობ, ყოფილიყო მერე ზვიად გამსახურდია პრეზიდენტად ხელისუფლებაში უცვლელად,  დაწყებული  1991 წლიდან  დღეის მდგომარეობით ჩათვლით, ხომ? ზვიადისტები თანახმა არიან.

და რა მოხდებოდა ამ შემთხვევაში?


ამ შემთხვევაშიც, აგრეთვე  სხვა შემთხვევაშიც, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ძალადობის გზით დამხობის და ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ,  და შემდეგ, 2003 წელს მიხეილ სააკაშვილის მიერ უკვე ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების ძალადობით დამხობის შემდეგ,  მაინც, საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას  მიერ 1991 წლის 7 ივნისს საქართველოს უზენაეს საბჭოს ტრიბუნიდან წარმოდგენილი ეკონომიკური გეგმის განხორციელების შედეგები მაინც იგივე იქნებოდა.

ჰოდა, არ იყო საჭირო 1991-1992 წლებში საქართველოს პრეზიდენტის  ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ძალადობის გზით დამხობა (სიტყვაზე, ძირითადად ისევ მისივე ყოფილმა მეგობრებმა დაამხეს, თენგიზ კიტოვანმა, ჯაბა იოსელიანმა, ირაკლი წერეთელმა და 1980-იანი წლების ე.წ. „ეროვნული მოძრაობის“ სხვა ლიდერებმა).

ამ შემთხვევაში ზვიად გამსახურდიაც  ხელისუფლებაში იქნებოდა (არ არის გამორიცხული, რომ დღეის მდგომარეობითაც პრეზიდენტი  იქნებოდა), საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიერ 1991 წლის 7 ივნისს საქართველოს უზენაესი საბჭოს ტრიბუნიდან წარმოდგემილი ეკონომიკური გეგმაც შესრულდებოდა, და ზვიადისტებიც კმაყოფილები იქნებოდნენ.

ზვიადისტები განსაკუთრებით კმაყოფილები იქნებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიერ 1991 წლის 7 ივნისს საქართველოს უზენაესი საბჭოს ტრიბუნიდან წარმოდგემილი ეკონომიკური გეგმის შესრულებით, ხომ ასეა? ასეა.

საქართველოს ქონების ე.წ. „პრივატიზაციამ“, ანუ ფაქტიურად საქართველოს ქონების უცხოელი კაპიტალისტების მიერ თითქმის მუქთად ხელში ჩაგდებამ და დასავლეთურმა ე.წ. „ინვესტიციებმა“ რა დღეში ჩააგდო საქართველო, საყოველთაოდ ცნობილია, საქართველოს ძირძველი მოსახლეობის 90-95 პროცენტი გააღატაკა, გააჩანაგა, მოსახლეობის 1/3 საკუთარი სამშობლოდან გააქცია საზღვარგარეთ მონებად სამუშაოდ, ხოლო დანარჩენების უდიდესი ნაწილი კი უცხოელი კაპიტალისტების მონებად აქცია პირდაპირ საქართველოს ტერიტორიაზე.

ჰოდა, ვინაიდან ზვიადისტები განსაკუთრებით კმაყოფილები იქნებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიერ 1991 წლის 7 ივნისს საქართველოს უზენაესი საბჭოს ტრიბუნიდან წარმოდგემილი ეკონომიკური გეგმის შესრულებით, მაშინ ხომ დღეს არსებულ მდგომარეობას ვერც გააკრიტიკებდნენ, ხომ? სიტყვას ვერ დაძრავდნენ. არ დაძრავდნენ.

და ამით დაამტკიცებდნენ, რომ ზვიადისტების მიმართ წაყენებული ბრალდება ზვიად გამსახურდიას პიროვნებისადმი სექტანტურ კერპთაყვანისცემაში ყალბია, და სინამდვილეში ზვიადისტებს  საქართველო უფრო უყვართ, ვიდრე პიროვნულად ზვიად გამსახურდია, ხომ ასეა?

თუ არ არის ასე? ეს კითხვაა.



https://www.youtube.com/watch?v=bOrTYSbuzEM


კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
29.04.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები